მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პუტინი კლავს" - ამ სახელწოდებით ნიუ-იორკში აქცია გაიმართა

“პუტინი კლავს” – ამ სახელწოდებით ნიუ-იორკში აქცია გაიმართა

Published on

„პუტინი კლავს“ –  ნიუ-იორკში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტი", აშშ-ში უკრაინულ დიასპორაზე დაყრდნობით იტყობინება. ასობით ადამიანი უკრაინის დროშებითა და ტრანსპარანტებით ხელში ნიუ- იორკში რუსეთის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბა და უკრაინაში კრემლის პოლიტიკა გააპროტესტა. როგორც ლიგა.ნეტი იტყობინება, საპროტესტო აქციების გამართვა დღესაც იგეგმება. უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით, აქციაში სახელწოდებით "პუტინი კლავს" აშშ-ში მცხოვრები ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი აქცია, სახელწოდებით "პუტინი კლავს" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" მიერ იქნება ორგანიზებული. იგეგმება საპროტესტო მსვლელობის გამართვა ნიუ-იორკის ცენტრალური პარკიდან გაეროში რუსეთის წარმომადგენლობამდე. აქციის მონაწილეებს ზემოთ აღნიშნული პლაკატები ექნებათ, რითაც მსოფლიოს საზოგადოებრიობას შეახსენებენ რუსეთის დანაშაულს მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეში.

სიახლეები

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...