მთავარისიახლეებისაზოგადოებამამუკა გამყრელიძე: თუ ასეა, გამოდის, რომ ივანიშვილი დიდი ხნით გამოეთიშა პოლიტიკას. შეიძლება...

მამუკა გამყრელიძე: თუ ასეა, გამოდის, რომ ივანიშვილი დიდი ხნით გამოეთიშა პოლიტიკას. შეიძლება სამუდამოდაც.

Published on

ინფორმაციას ყოფილი თუ ჩრდილოვანი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხსესახე, პოლიტიკოსი მამაუკა გამყრელიძე ეხმაურება:
 
თუ ზუსტია ის ინფორმაცია, რომელიც ნიკა გვარამიამ დადო თავის გვერდზე, რომ ივანიშვილს ინსულტი აქვს (გვარამია კი გადაუზუსტებელ ინფოს არ დადებდა), გამოდის, რომ ივანიშვილი დიდი ხნით გამოეთიშა პოლიტიკას. შეიძლება სამუდამოდაც. – წერს მამუკა გაყრელიძე. – ეს დამოკიდებულია მისი მდგომარეობის სიმძიმეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ ექვსი თვე, მისთვის აკრძალული იქნება ნერვიულობა და გადაღლა.
 
ვერაფერს კარგს ვხედავ ამაში. ასეთი მძიმეწონოსანი მოთამაშის მოულოდნელი გამოთიშვა გამოიწვევს სატაბილურობის დარღვევას და თამაშის წესების გადახედვას.
 
გარდა ამისა, მისი ადგილი დიდხანს ვერ დარჩება ცარიელი. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს არც სამოქალაქო საზოგადოება და არც ერთი რომელიმე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მართვას ხელში აიღებს.
 
შესაბამისად, გათავისუფლებულ სივრცეს კვლავ დაიკავებს ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომელიც მაქსიმალური ძალაუფლებისა და ფულის მობილიზებას მოახერხებს. ასეთად, ამ მოცემული მომენტისათვის, მხოლოდ კალაძეს მოვისაზრებ. სამწუხაროდ, ის ბიძინაზე უარესი ვარიანტი მგონია.
 
P.S. იმედია ოლბრაიტის ვიზიტი არ იყო შემთხვევითი. თუმცა ეს მხოლოდ იმედია…

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...