მთავარისიახლეებიპოლიტიკაავადმყოფი ოლიგარქის მიერ ინიცირებული ე.წ. პიჯაკების მკვდრადშობილი საქმე და პიჯაკების დაზუსტებული...

ავადმყოფი ოლიგარქის მიერ ინიცირებული ე.წ. პიჯაკების მკვდრადშობილი საქმე და პიჯაკების დაზუსტებული მისამართი პრეზიდენტ სააკაშვილისგან

Published on

,, აი, ამ პიჯაკების შეძენას მედავება გაზპრომის აქციონერი'' – ასეეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვდრადშობილი  ე.წ. პიჯაკების საქმის რეანიმაციის მცდელობას თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
,,მათთვის, ვინც ბევრს საუბრობს საქართველოში ჩემს წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, რომ მას შემდეგ, რაც მე დავასრულე ჩემი ორი საპრეზიდენტო ვადა და მივიღე წინადადება გადავსული ამერიკის შეერთებულ შტატებში ლექციების წასაკითხად, საქართველოს ხელისუფლებამ, გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის – ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაიქირავა ათობით გადამდგარი პროკურორი ამერიკიდან, ინგლისიდან და ისრაელიდან, რომ ჩემი კორუფციული საქმიანობის რაიმე კვალი ეპოვათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 
ერთი წლის განმავლობაში უშედეგო ძიების შემდეგ, ისინი იძულებული გახდნენ ეთქვათ, რომ ჩემს მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაული ბუნებაში არ არსებობს.
 
ამის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული ყველა ხარჯი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი და დოკუმენტალურად დასაბუთებული, გამოეცხადებინათ არამიზნობრივ ხარჯებად, ასეთ არამიზნობრივ ხარჯებად ჩაითვალა მაგალითად ის 28 ევრო, რომელიც დაიხარჯა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ იუშენკოსთვის თბილისის აბანოებში.
 
გუშინ ორწლიანი შესვენების შემდეგ, განახლდა სასამართლო სხდომა ეგრეთწოდებულ პიჯაკების საქმეზე. საქმეში ფიგურირებს ის 7 პიჯაკი, რომელიც შეძენილ იქნა ოფიციალური ღონისძიებებისთვის. გთავაზობთ ამ პიჯაკების ფოტოებს, პიჯაკები ჩემს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ინახება. – წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....