მიჩიგანის უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პიცა ( და მით უფრო, ალბათ, ჩვენი ხაჭაპური – ოდიში ნიუსი) პირველ ადგილზეა ყველა იმ საკვებს შორის, რომელიც დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკი.
ამის მიზეზი არის არა ცომი, პომიდორი ან პომიდვრის ბაქმაზი, არამედ ცხიმიანი ყველი, რომელიც დიდი ოდენობით კაზეინს – ცილოვან ნივთიერებას შეიცავს. სწორედ კაზეინი, უფრო ზუსტად, კაზომორფინები იხლიჩება საკვების მონელების პროცესში და გამოყოფს ე.წ. ოპიატებს, რომლებიც ნარკოტიკის მსგავსად ზემოქმედებს ტვინის ოპოიდურ რეცეპტორებზე და მასზე დამოკიდებულებას იწვევს. – ამბობს დოქტორი ნილ ბერნარდი.
მისი თქმით, რძეში კაზეინი არც ისე ბევრია, აი, ყველში კი – საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ასეთი ეფექტი მოახდინოს. საქმე ისაა, რომ ერთი კილოგრამი ყველის დამზადებაზე 10 ლიტრი რძე მიდის და შესაბამისად მასში ბევრი კაზეინი კონცენტრირდება. ამასთან დამოკიდებულებას ძირითადად, იწვევს ცხიმი, რომელიც ბევრია ზოგიერთი სახეობის ყველში და დამატებით მავბე თვისებებს იძენს როცა გარკვეული ტიპის ტექნოლოგიურ დამუშავებას გადის.
ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველის ამ თვისებას შეიძლება დავუპირისპირდეთ ერთდროულად ან უპირატესად ისეთი პროდუქტების მიღებით, რომელიც მდიდარია სპერმიდინით – ასეთია , სიმინდი ( ესეც ჩვენი ღომი და ელარჯი) , მწვანე ბარდა, ოსპი და სხვა პარკოსანი მცენარეები, ასევე ე.წ. ცისფერი ( ობიანი) ყველი, რომელიც მიიღება მწვანილის დამატებით. ასეთ შემთხვევაში სიბერის პროცესი ფერხდება, რასაც განაპირობებს იმუნიტეტის სტიმულირება.
მწავნილშერეული ყველი კარგია კიბოს და სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნების პროფილაქტიკისა და მათი მეტასტაზების გავრცელების შეფერხებისთვის. – ეს უკვე ფინელი მეცნიერების დასკვნიდან არის. ამიტომ არის მისი გამოყენება აუცილებელიც კი ხანდაზმულობის ასაკში, როცა სხეული დაბერების სტადიაში გადადის და უქვეითდება იმუნიტეტი, რომელიც სიმსივნის წარმოშობის საფრთხეს უპირისპირდება.
თურქუს უნივერსიტეტის დოქტორი ფანდი იბრჰხიმი აწყნარებს ნაადრევი დაბერებისაკენ მიდრეკილების მქონე თანამედროვე სამყაროს: იმუნიტეტის დაქვეითებისა და, შესაბამისად, დაავადებების წინაშე დაუცველად დარჩენის საფრთხიდან გამოსავალი არსბობს! მისი თქმით, არაერთი ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ, თუ ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ ყველს , რომლის შემადგენლობაში შედის პრობიოტური ბაქტერიები, ასაკობრივი ცვლილებების მიუხედავად იმუნური სისტემა ნაკლებად დაქვეითდება, მით უფრო, რომ ყველი სხვა სასარგებლო მიკროორგანიზების იდეალური გამტარიც არის.
ყველი შეიცავს პოლიამინებს, მოლეკულებს, რომლებიც არეგულირებენ რიგ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესებს ორგანიზმში. პოლიამინები ორგანიზმში, ერთის მხრივ, საკვებთან ერთად ხვდება, ან თავად მისი უჯრედები გამოიმუშავებენ. ისინი სასიკეთოდ მოქმედებენ უჯრედების ზრდასა და გამრავლებაზე.
ობიანი ყველი ( ასევე გუდაშ ყვალი, დერგიშ ყვალი, დაჯვეშებულ ყვალი) შეიცავს გაცილებით დიდი ოდენობის ფოსფორს, ვიდრე თევზის მრავალი სახეობა. ეს აუცილებელია ძვლების, ფრჩხილებისა და კბილების გამაგრებისთვის. ამასთან ახდენს ართრიტებისა და არტროზების პროფილაქტიკას, აუმჯობესებს ცენტრალური ნერვულ სისტემის, გულის კუნთის მუშაობას, მხედველობას და ნივთიერებათა ცვლას, ცალკე საკითხია, რომ იგი პირდაპირ მოქმედებს კანის მდგომარეობაზე და იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. პენიცილინის ობი, რომელიც ობიანი ყველის დამზადებისას გამოიყენება, ორგანიზმში გადამუშავდება ანტიბიოტიკებად და გვიცავს არასასურველი ბაქტერიებისაგან.
ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, ადამიანები უნდა ერიდონ ყველის გადაჭარბებით მიღებას – დადებითი შედეგის განმსაზღვრელი, როგორც სხვა ყველაფერში, არის ზომიერება, რეგულარულობა . მას უნდა ერიდონ წონის დასაკლებ დიეტაზე,,დამჯდარი’’ ადამიანები.
მაქსიმალური სარგებლობა მოქავს ყველის მიღებას დილის საათებში 9 – დან 11 საათამდე, მოხმარების წინ ყველი უნდა გამოიღოთ მაცივრიდან და მიირთვათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მისი ტემპერატურა ოთახის ტემპერატურამდე დავა.
ყველი ფრიად სასიამოვნოა შემწვარი სახით და განსაკუთრებით ცხელ ცომეულთან ერთად, მაგრამ ეს აქვეითებს მის სასარგებლო თვისებებს – სიცხე, მაღალი ტემპერატურა ცვლის, ან სულაც ანგრევს ყველის ცილოვან შემადგენლობას და ზრდის მის ცხიმიანობას.
ისე კი, თუ გიყვართ, ასეც მიირთვით, ყველში მაინც დარჩება სასარგებლო ნივთიერებათ ანაწილი.
მიირთვით და ვერაფერი მოგერევათ, აი, სიძვირე რომ არ გვკლავდეს …