მთავარისიახლეებისაზოგადოებაახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიპყრეს და აგრძელებენ ჯი-დი-ესიზაციის პროცესს- რომან გოცირიძის განცხადება საზმაუწყებლის...

ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიპყრეს და აგრძელებენ ჯი-დი-ესიზაციის პროცესს- რომან გოცირიძის განცხადება საზმაუწყებლის რეფორმასთნ დაკავშირებით და ენძელა მაჭავარიანის მწვავე რეაქცია

Published on

,,2030 არის სექტის მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც ჯერ ინკუბატორის როლი ითამაშა და გამოჩეკა შემსრულებლები, მერე ჩანერგა მთავრობაში, თბილისის მერიაში, რეგიონებში. პარლამენტშიც კი გადმოსხა დესანტი ლეიტენანტ ენძელა მაჭავარიანის მეთაურობით ( ლეიტანანატის ხსენება დესანტმა მოიტანა). 
ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიპყრეს და აგრძელებენ ჯი-დი-ესიზაციის პროცესს. ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ფულით დაფინანსებული არხი და ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ პილიტიკური ბატონობისაგან’’- ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის ანგარიში, რომელიც გუშინ იქნა წარდგენილი პარლამენტში.
 
,,ქართული ოცნების'' დეპუტატი  ენძელა მაჭავარიანი უმრავლესობის  სხვა დეპუტატებითან ერთად   გააღიზიანა  ოპოზიციის კითხვებმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იხურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე „რადიო თავისუფლების“ ორი პროქტი და  შეურაცხმყოფელი  სიტყვიერი იერიში მიიტანა რომან გოცირიძეზე, რომელიც ტაბის მხრივ, სიტყვისთვის ხელას არ ჩაიყოფს ჯიბეში.
 
ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა. გრიგოლ გოგელიამ „რადიო თავისუფლების“ პროექტები ,,წითელი ზონა“ და  „ინტერVIEW“  დაიწუნა და განაცხადა, რომ გადაცემები უახლოეს პერიოდში უკეთესი გადაცემებით ჩანაცვლდება.
 
ვიდრე პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ანგარიშის მოსმენა დაიწყებოდა, „პირველ არხთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა და ის რეფორმა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, პირველად „მეორე არხზე“ 17 ივლისამდე 42 გადაცემა დაიხურება.
აქციას შეუერთდნენ  პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც    მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის უკან ხელისუფლების ინტერესებს ხედავს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები  უპასუხოდ დარჩა. სავარაუდოდ 21 ივნისს გამოცხადდება იმ გადაცემების სია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და არხის ბადეს სავარაუდოდ 2018 წლის იანვრიდან დაიკავებს.
 
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს  "რადიო თავისუფლებაც" მისი პრეზიდენტის თომას კენტის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილება „გაწბილებას იწვევს, რადგან ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში.“ მაგრამ, მისი თქმით, კომპანია იმედოვნებს, რომ პროგრამები სხვა პლატფორმებზე განაგრძობს არსებობას."
 
მაუწყებლის რვაკაციანი სამეურვეო საბჭოს ზოგიერთმა წევრმა გეგმის მიზანშეწონილობის თაობაზე ეჭვები გამოთქვა, რაც შემოდგომისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებსაც უკავშირდება. ორგანიზაციას მოყავს საქართველოს მონაცემები პრესის თავისუფელბის რეიტინგში და ხაზს უსვამს, რომ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსით 198 სახელმწიფოს შორის საქართველო 102-ე ადგილზეა. 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...