მთავარისიახლეებირეგიონებიგუბერნატორის ადმინისტრაციაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

გუბერნატორის ადმინისტრაციაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სტიქიასთან დაკავშირებით,  საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი და გუბერანტორი ლევან შონია ხელმძღვანელობდნენ. საგანგებო თათბირზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრის მოადგილეს სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კახა გულედანის განცხადებით, ისინი გაეცნობიან იმ ადგილებს, რომელიც ძლიერმა წვიმებმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, განახორციელებენ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც საჭიროა მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით მდგომარეობა საგანგაშოა და თუ უამინდობა კვლავ გაგრძელდა, შესაძლოა პრობლემები უფრო მასშტაბური გახდეს. მისივე თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და კონკრეტული ოდენობა ხვალისთვის იქნება ცნობილი.

სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები წალენჯიხაში  შექმნა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, ზარალი დიდია.

რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა  წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შიდა გზები და საავტომობილო ხიდები. დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...