მთავარისიახლეებისაზოგადოებაასწლოვანმა ტიტამ, რომელმაც პირველმა იმოგზაურა ზღვაში, ივანიშვილის ბაღში ვერ გაიხარა

ასწლოვანმა ტიტამ, რომელმაც პირველმა იმოგზაურა ზღვაში, ივანიშვილის ბაღში ვერ გაიხარა

Published on

,,გურიის მოამბის'' ექსკლუზიური ინფორმაციით,   ასწლოვანი ტიტა, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა და ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს, გახმა და მოჭრეს .
როგორც გამოცემა იუწყება, მას  ამის შესახებ შეკვეთილიდან ადგილობრივებმა ექსკლუზიურად აცნობეს, კერძოდ დენდროლოგიურ პარკში დასაქმებულმა ერთერთმა მუშამ: 
"ხეს ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. – ამბობს იგი – ხემ გადმორგვიდან ხმობა მალევე დაიწყო. არც შეიფოთლა, ერთადერთი ტოტი იყო დარჩენილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი ჰქონდა, მაგრამ ტიტა გახმობას ვერ გადაარჩინეს და მოჭრეს. აქ ყოვედღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გაძლიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეო თვალი,  ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს"- ნათქვამია ,,გურიის მოამბის' პუბლიკაციაში. 
ის, რომ ასწლოვანი ხე ტიტა ვერ გადარჩა და მის მოჭრაზე იყო საუბარი, "გურიის მოამბეს" რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთიდანაც შეატყობინეს.
გუშინ საღამოს კი, ,,ნიუპოსტისთვისაც'' საკუტარი წყაროებიდან  გახდა ცნობილი , რომ ხე მოჭრეს.
 
ტიტა, პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში რამდენიმე დღე იმოგზაურა. ასწლოვანი ტიტა ციხისძირიდან გადმოიტანეს. ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში 5 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. შეკვეთილის სანაპიროდან დენდროლოგიურ პარკამდე ბეტონის ფილების დასაგებად სამუშაოები ორი დღე მიმდინარეობდა. ტიტას ხე 650 ტონას იწონოდა.
ის, რომ გურია -აჭარიდან პარკში გადატანილი ასლოვანი ხეების გადარჩენა სერიოზული პრობლემა იქნებოდა, ექსპერტებიც საუბრობდნენ. ტიტას გარდა, ივანიშვილის კიდევ ერთი დენდროლოგიური მარცხი ასწლოვანი წიფელი იყო. რომელიც სოფელ ნატანებიდან გადატანის დროს შუაზე გადატყდა და შეშად იქცა.– დასძენს ,,ნიუპოსტი''

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...