მთავარისიახლეებისამართალირატომ ბერავს ხელისუფლება დიდი ხნის წინ გამსკდარ საპნის ბუშტს? – ,,პიჯაკების საქმის''...

რატომ ბერავს ხელისუფლება დიდი ხნის წინ გამსკდარ საპნის ბუშტს? – ,,პიჯაკების საქმის” სასამართლო განხილვა განახლდა

Published on

,,5 პიჯაკის და ერთი თაიგულის სასამართლო პროცესზე ვიყავი, 4 საათი ვუსმინე მოწმეთა გამოკითხვას, ბრალდებას და დაცვას. ახლა დავბრუნდი და ვფიქრობ , როგორ შეიძლება 1 ან 2 სიტყვით ავღწერო ეს მარაზმი? როგორ გადმოვცე უმაგრესი ადამიანის, საქართველოს გენერალ თემო ჯანაშიას გასამართლება ამ მოღალატე, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მიერ – სრულიად არანორმალური, შიზოიდური ბრალდებებით! არ მინდა კორექტულობის ჩარჩოებიდან გამოვიდე. მაგრამ … – წერს ეკა წამალაშვილი  თბილისში დღეს მიმდინარე ,,პიჯაკების საქმის''  მორიგი განხილვის შესახებ.
 
„კანონსაწინააღმდეგო არაფერი გამიკეთებია არც მე, არც ჩემს წინამორბედს, არ გაუკეთებია ჩემს მერე ვინც მუშაობდა. ამ ხარჯებს ეწეოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და თითოეული თეთრი კანონიერადაა დახარჯული“,-აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ   ჯანაშია.
 
შეგახსენებთ, მრავალი წელია პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლაგვას ედავება, მაგრამ ვერ მოყავს ოდნავ მაინც სარწმუნო მტკიცებულებები. 

 
 დაცვის მხარის პოზიცია უცვლელი რჩება და აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი  უფროსი თემურ ჯანაშია უდანაშაულოა და მის მიმართ ხორციელდება შერჩევითი სამართალი პოლიტიკური ნიშნით.   ე.წ. პიჯაკების საქმე არის საპნის ბუშტი, რომელიც გასკდა ადრე  მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ხელისუფლება  ხელს არ იღებს ამ უიმედო საქმეზე.  – იმის მსგავსი ხარჯები, რომელთა გამოც სასამართლო მიმდინარეობს, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მას შემდეგაც გასწია, რაც სამსახური პრეზიდენტთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც დაექვემდებარა.
 

დაცვის მხარის მტკიცებით, ხარჯები ბიძინა ივანიშვილის დავალებითაც არის გაწეული და ეს დოკუმენტაცია პროკურატურაში არსებობს, მაგრამ  ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც თემურ ჯანაშიას შემდეგ ჩაუდგა სათავეში  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, არავინ აწუხებს – ,,ამ საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვს, ანზორ ჩუბინიძეს და ბიძინა ივანიშვილს კი – არა. შერჩევითი სამართალი სხვა რაღაა.

სიახლეები

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...

არ შეიძლება, დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის არსებობას – დუგინი

რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ღიად უჭერს მხარს მსოფლიო წესრიგის რადიკალურ გადანაწილებას, რომელშიც სუვერენული სახელმწიფოების...