მთავარისიახლეებისაზოგადოებადამთავრდა თუ არა კონსტიტუცია?! - პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ

დამთავრდა თუ არა კონსტიტუცია?! – პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ

Published on

დამთავრდა კონსტიტუცია! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა. – მისი თქმით, კონსტიტუციის მთავარი ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, მაგრამ, როგორც გაირკვა ეს  თურმე არ სურს პარლამენტს
 
”საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე ნაწილი – პრეზიდენტის არჩევნების გაუქმება კონსტიტუციასთან არავითარ კავშირში არ იყო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ, რადგან დღემდე ვერ მოუნელებია, რომ არ გამოვიდა ავლაბრიდან და არ გადავიდა ათონელზე. ეს არის მთელი კონსტიტუციური ფილოსოფია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ. 
 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აღიარებს, რომ  პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდში კონსესუსი არ არსებობს და მთავარი ამოცანაა იმაზე შეთანხმება, როდის ამოქმედდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა – იქნება ეს რეგიონულ-პროპორციული თუ წმინდა პროპორციული სისტემა, 
 
”ახალ საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აიწონოს. არგუმენტი იმისა, რომ ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედების საკითხი 2024 წლამდე გადავადდეს, საკმაოდ მძალავრია და ეს რომელიმე პარტიისთვის სასიკეთო საკითხად არ უნდა იყოს განხილული. ოპონენტებსაც მოვუწოდებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად რეალურია გვქონდეს კოალიციური მთვარობის შექმნის საშუალება, თუკი პარლამენტში იმ რაოდენობის უმრავლესობა არ იქნება, რომ მთავრობა დამოუკიდებლად შექმნას. უმრავლესობაში ერთხმად არსებობს აზრი, რომ ეს ურთულესი კი არა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა. გარდა ამისა, არის კი სამართლიანი ”ბონუსური” სისტემა?! შესაძლებელია კი, ”ბონუსმა” გადაწყვიტოს ეს დილემა, რაც არის მთავრობის შექმნა. ბევრს მიაჩნია, რომ ჯობია, იყოს შერეული საარჩევნო სისტემა, სადაც გამარჯვებულ პარტიას ექნება ის რესურსი, რასაც მაჟორიტარების გამარჯვება ჰქვია. ვინ იქნება არჩევნებში გამარჯვებული, ეს არავინ იცის, თუმცა ქვეყნისათვის ყველა შემთხვევაში სტაბილურობა იქნება გარანტირებული. აი, ეს არის ამოსავალი წერტილი”, – აცხადებს  გია ვოლსკი 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...