ლონდონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. სამაშველო სამსახური მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობს, დამაიდებელ ინფორმაციას ვერც საავადმყოფოები ავრცელებენ.მედიაში, დილიდან, დამწვარი შენობისა და შეშინებული მაცხოვრებლების ფოტოები და ისტორიები ვრცელდება.დეილი მეილი კი დაუჯერებელ ისტორიაზე წერს.სამირა ლამრანი, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა, ჰყვება, როგორ დაინახა მაღალი სართულის ფანჯარაში ქალი, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა.ლამრანის თქმით, სართულები გადათვალა და როდესაც აღმოაჩინა , რომ ქალი მე-9 ან მე-10 სართულზე იმყოფებოდა, შიშისგან თვალები დახუჭა.„მიხვდი, რის გაკეთებასაც აპირებდა, თუმცა ადგილიდან ვერ დავიძარი. ხმა არ გვესმოდა, მაგრამ ჟესტიკულაციით მივხვდით, რომ ბავშვის ჩამოგდებას აპირებდა. “ – ამბობს სამირა.როგორც აღმოჩნდა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვის გადასარჩენად , დედამ მისი გადაგდება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ჩვილს ვინმე დაიჭერდა. მცდელობამაც გაამართლა.სამირას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სწრაფად გაერკვა ვითარებაში და იმ ადგილისკენ გაიქცა, სადაც სავარაუდოდ, ბავშვი უნდა აღმოჩენილიყო."მამაკაცმა ხალხის ნაკადი გაარღვია და შენობისკენ გაიქცა. დავინახე, როგორ გადმოაგდო დედამ ნაჭერში გახვეული ბავშვი, მამაკაცმა კი მისი დაჭერა შეძლო. ეს ნამდვლი სასწაული იყო" – ამბობს სამირა.შეგახსენებთ, 27 -სართულიანი საცხოვრებელ შენობას – Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.ხანძრის შედეგად 74 მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულია. თვითმხილველის განცხადებით, ხანძარი, მე-4 სართულზე, მაცივრის აფეთქებამ გამოიწვია.
სიახლეები
სიახლეები
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გუშინ,...
საზოგადოება
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...
საზოგადოება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება
“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...