მთავარისიახლეებისამართალიადმინისტრაციის უყურადღებობით სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ლია ჭანტურია გარდაიცვალა

ადმინისტრაციის უყურადღებობით სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ლია ჭანტურია გარდაიცვალა

Published on

11 ივნისს, სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ლია ჭანტურია სიხლდენის შედეგად გარდაიცვალა,  მას სასჯელი რამდენიმე დღეში ეწურებოდა. – ინფორმაციას ამის სესახევ ,,თავისუფალი ზონა '' აქვეყნებს. 
 
გარდაცვალებამდე ლია ჭანტურია რამდენიმე თვის განმავლობაში ციხის ადმინისტრაციას თხოვდა, რომ მიექციათ ელემენტარული ყურადღება და ჩაეტარებინათ მკურნალობის კურსი, თუმცა უშედეგოდ, (სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ მსჯავდებული ეკუთნოდა ე.წ უპატრონო პატიმართა კატეგორიას).
 
გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, მას გახშირებული სისხლდენა დაეწყო, მისი საკანი სისხლის გუბეებით აივსო, სასიკვდილოდ განწირულმა, ბოლოჯერ მიმართა ადმინისტრაციას და ექიმეებს, რომ სისხლისგან იცლებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მოითხოვდა სამკურნაო დაწესებულებაში გადაყვანას, გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე, დაწესებულების ექიმი და ადმინისტრაცია იძულებული გახდა მიემართა N18 სამკურნალო დაწესებულებისთვის, მსჯავდებულმა საავადმყოფოდანაც უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ ადგილი არ ჰქონდათ და ორშაბათამდე მოეთმინა (კანონის შესაბამისად უმწე მდგომარეობაში მყოფის გადაყვანა უნდა მოხდეს ქალაქის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში)  სამწუხაროდ ლია ჭანტურიას ორგანიზმმა ორშაბათამდე ვერ გაძლო და სისხლისგან დაიცლილი, საკანში კვირას გადრაცვალილი დახვდათ.
 
მის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების დირექტორს ნესტან ვერულაშვილის, მოადგილე ზაზა ადანაიას და მეორე მოადგილე ნიკოლოზ გოგილაშვილს! 
მსჯავდებულების გადმოცემით, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრები ხვდებიან მხოლოდ და მხოლოდ ე.წ მაყურებლის მითითებითა და დავალებით. – წერს ,,თავისუფალი ზონა''. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...