მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველო რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ახლა კი,...

,,საქართველო რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ახლა კი, ვხედავთ რომ თქვენთან არ არიან დაცული ადამიანები სხვა, უფრო რეპრესიული ქვეყნებიდან”

Published on

„გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯიც,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
 
24 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერმინისტრისგან, აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტებებს ითხოვს. ,,კურიერი'' ასაჯაროებს  წერილს, რომელიც ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოიგზავნა.
 
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ოფიციალურ თბილისს სთხოვენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე გამჭვრივალე გამოძიება ჩატარდეს და კითხვებს მკაფიო პასუხები გაეცეს. 
 
ორგანიზაციის ,,საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის'' ხელმძღვანელი  ბრიჯიტ დიუფორი იმ რეზოლუციის პროექტზეც საუბრობს, რომელიც ხვალ განიხილავენ ევროპარლამენტში. რა კონტექსტში იქნება საქართველოზე საუბარი რეზოლუციის პროექტში, ამ ეტაპზე უცნობია. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ვარაუდობს, რომ რეზოლუციას ექნება უფრო ზოგადი ხასიათი და მისი აზრით, საქართველოზე საუბარი მასში ნაკლებად იქნება. 
 
„ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი პრემიერისგან. შესაძლოა ის ამ თემას სერიოზულად უდგება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ახლა კი, ვხედავთ რომ თქვენთან არ არიან დაცული ადამიანები სხვა, უფრო რეპრესიული ქვეყნებიდან. ასევე ვხედავთ რომ, არა მხოლოდ აფგან მუხთარლი, არამედ სხვებიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად საქართველოს ტერიტორიაზე.
 
"არსებული ვითარება ერთგვარი შავი ლაქაა თქვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოუწევს დაამტკიცოს რომ, ამ პრობლემას ღიად, გამჭირვალედ და დემოკრატიული გზით მოაგვარებს. მიუღებელია ადამიანების გატაცებები, დაპატიმრებები და მათი ულებების დარღვევა. მომზადებული რეზოლუცია და ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები არის გზავნილი რომ ევროპას აშფოთებს ეს საკითხი, ევროკავშირი საქართველოსაგან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს ითხოვს. თქვენ უნდა გესმოდეთ, ეს არ არის დასჯა, ეს არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს," – აცხადებს  ბრიჯიტ დიუფორი 
 

 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...