მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსწავლეებს სავარაუდოდ მიეცემათ საატესტატო გამოცდების ხელმეორედ გადაბარების შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ გაისად

მოსწავლეებს სავარაუდოდ მიეცემათ საატესტატო გამოცდების ხელმეორედ გადაბარების შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ გაისად

Published on

  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საატესტატო გამოცდების ხელმეორედ გადაბარების შესაძლებლობა, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ გაისად მოხდება.  
 
დეპუტატის ინიციატივა გამოცდების გადაბარების შანსს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ეს აპრობირებული მეთოდია ბევრ ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პოზიციები არ ჯერდება, მას განათლების მინისტრისგან აქვს პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს აუცილებლად განიხილავენ.
 
”მინისტრის პოზიცია ჩემთვის პირველივე დღიდან ცნობილი იყო. მას აქვს თავისი არგუმენტები. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ბატონი სანდროს არგუმენტებს, თუმცა, მე ვფიქრობ, ჩემი შემოთავაზება არა კომპრომისს ახდენს ხარისხის, არამედ, ეს არის პროცესის ჰუმანიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი. ბუნებრივია, ეს არ არის რადიკალური რეფორმა, აბსოლუტურად შორს ვარ იმისგან, რომ ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი. საუბარია განმეორებითი შანსის მიცემაზე, რადგან თუკი ჩვენ, მე-12 კლასამდე წარმატებით მიგვყავს ბავშვი და თუკი გვაქვს მეორე მხრივ არგუმენტი, რომ 10-ის ფარგლებში მიმატება/გამოკლების დონის ამოცანებს ვერ ხსნიან საატესტატო გამოცდაში, მაშინ, კითხვას ვსვამთ, როგორ მივიდა ბავშვი მე-12 კლასამდე წარმატებით? მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციები არ ჯერდება, მე მაქვს განათლების მინისტრის მხრიდან პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად დამატებით განვიხილავთ ამ საკითხს და მომდევნო წლისთვის,ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, როგორც საგამოცდო სისტემების დახვეწის შესაძლებლობას”, – აცხადებს  მარიამ ჯაში.
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...