მთავარისიახლეებისამართალირა კავშირი აქვს მოქანდაკე ზურაბ წერეთელს კომპანია ,,სვეტის'' ხელმძღვანელის გატაცებასთან

რა კავშირი აქვს მოქანდაკე ზურაბ წერეთელს კომპანია ,,სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებასთან

Published on

თბილისში , საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული ბიზნესმენი გივი ჯიბლაძე, რომელიც სამშენებლო კომპანია ,,სვეტის''  ხელმძღვანელია, ვარაუდობს, რომ მასზე თავდასხმა ფულის გამოძალვის მიზნით დაკავშირებულია ,,სვეტსა''  და ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებს შორის არსებულ დაპირისპირებასთან . მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში ამასთან დაკავშირებით  სროლაც იყო. 
 
ჩვენ ვაკეთებთ ბაკურიანში ერთერთ პროექტს, ეს მიწა იყო ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის ზურაბ წერეთლის, მისი წარმომადგენლის ახლობლები არიან. ჩვენ პირობებით უნდა მიგვეცა აშენებულ ფართში კონკრეტული ქონებები, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა ისე, რომ ამ პიროვნებამ მოითხოვა თანხა 150 ათასი, ჩვენ ჩავწერეთ კონტრაქტში, რომ ეს უნდა მიგვეცა მშენებლობის ნებართვიდან სამი თვის ვადაში. მშენებლობის ნებართვა ფიზიკურად ვერ გაკეთდა ჯერჯერობით. მერე იყო შემოთვლები, ჩარიეს ყველა, პრაქტიკულად ამათ უნდოდათ იმ ორგანიზაციდან ამ ფულის მითვისება, მიწა არის ზურაბ წერეთლის საკუთრება“,-განაცხადა ჯიბლაძემ.
 
ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული. "დაკავებული, მისი წარმომადგენლის ახლობელია"- აცხადებს ჯიბლაძე.
 
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...