მთავარისიახლეებისამართალირა კავშირი აქვს ზურაბ წერეთელს კომპანია ,,სვეტის'' ხელმძღვანელის გატაცებასთან

რა კავშირი აქვს ზურაბ წერეთელს კომპანია ,,სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებასთან

Published on

თბილისში , საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული გივი ჯიბლაძე, რომელიც სამშენებლო კომპანია ,,სვეტის''  ხელმძღვანელია, ვარაუდობს, როპმ მასზე თავდასხმა ფულის გამოძალვის მიზნით დაკავშირებულია ,,სვეტსა''  და ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებს შორის არსებულ დაპირისპირებასთან . მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში ამასთან დაკავშირებით  სროლაც იყო. 
 
ჩვენ ვაკეთებთ ბაკურიანში ერთერთ პროექტს, ეს მიწა იყო ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის ზურაბ წერეთლის, მისი წარმომადგენლის ახლობლები არიან. ჩვენ პირობებით უნდა მიგვეცა აშენებულ ფართში კონკრეტული ქონებები, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა ისე, რომ ამ პიროვნებამ მოითხოვა თანხა 150 ათასი, ჩვენ ჩავწერეთ კონტრაქტში, რომ ეს უნდა მიგვეცა მშენებლობის ნებართვიდან სამი თვის ვადაში. მშენებლობის ნებართვა ფიზიკურად ვერ გაკეთდა ჯერჯერობით. მერე იყო შემოთვლები, ჩარიეს ყველა, პრაქტიკულად ამათ უნდოდათ იმ ორგანიზაციდან ამ ფულის მითვისება, მიწა არის ზურაბ წერეთლის საკუთრება“,-განაცხადა ჯიბლაძემ
 
ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული."დაკავებული, მისი წარმომადგენლის ახლობელია"- აცხადებს ჯიბლაძე.
 
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. დააკავეს.

 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...