მთავარისიახლეებიმსოფლიომიუნხენის სარკინიგზის სადგურზე უცნობმა მამაკაცმა პოლიციელ ქალს ესროლა

მიუნხენის სარკინიგზის სადგურზე უცნობმა მამაკაცმა პოლიციელ ქალს ესროლა

Published on

სროლები იყო დღეს დილით, მიუნხენში, საგარეუბნო ელმავლების  სარკინიგზო სადგურზე  – უნტერფრეინგზე ინცინდენტი მოხდა – მიუნხენის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასი ნათქვამია, რომ სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.  ერთი პირი დაკავებულია“.
 სადგურის შენობიდან დაუყოვნებლივ განხორციელდა  ხალხის ევაკუაცია  და განხორციელდა სპეცოპერაცია. .
 
როგორც ირკვევა, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, უცნობმა მამაკაცმა პოლიციელ ქალს მოულოდნელად გამოსტაცა ხელიდან პისტოლეტი და  ჯერ თავად მას ესროლა დამიზნებით თავში, ხოლო შემდეგ ყველა მიმართულებით გახსნა ცეცხლი. პოლიციის თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია, დაჭრილია კიდევ ორი მგზავრი, მათი ჭრილობებიც მძიმეა, მაგრამ სასიკვდილო არ არის.  
დაჭრილია ბოროტგანმზრახველიც, მას გასანეიტრალებლად პოლიციელმა ესროლა.
 
დაუდასტურებელი ცნობით, ოპირზე, რომელმაც ესაქტი განახორციელა, გაცემული იყო დაკავების ორდერი ადრე ჩადენილი დანაშაულის გამო, საბუთების შემოწმებაც სადგურში სწორედ ამას უკავშირდებოდა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია ტერაქტს გამორიცხავს 

სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი,...