მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა ტახტისძირში - მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დედა-შვილის მკვლელობის დეტალებზე

რა მოხდა ტახტისძირში – მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დედა-შვილის მკვლელობის დეტალებზე

Published on

დილით, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში   სოფლის მაცხოვრებლებმა მეზობლის სახლში დახოცილი  დედა-შვილი იპოვეს. მათი თქმით, დედა 62 წლისაა , შვილი  31 წლისა.  
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ავტომატის სამი მასრა აღმოაჩინეს.
 
 მეზობლები დედა-შვილის მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა დაყაჩაღებას გამორიცხავენ. 
 
როგორც „მეტრონომთან“ სოფლის რწმუნებული ნოდარ კობაძე ყვება, დედა და შვილი ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაცხრილულები. მისი  თქმით, გამორიცხულია, რომ მათი დახოცვა ვინმეს ძარცვის მიზნით ნდომოდათ. ოჯახი საკმაოდ გაჭირვეული იყო და გარდაცვლილმა ქალმა სამი შვილი ობლად გაზარდა. დედა-შვილს ერთ-ერთი გათხოვილი გოგონა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, იქიდან ინახავდა. შესაბამისად, სახლში ფულის ან რაიმე ძვირფასი ნივთების ქონა გამორიცხულია. რწმუნებული ამბობს, რომ სახლი არეულიც კი არ იყო და დამნაშავე სახლში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით იყო მისული, რომ დედა-შვილი დაეხოცა.  დანარჩენი ორი გოგონა მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ისინი გათხოვილები არიან და დედასთან არ ცხოვრობენ.
 
„არ ვიცი, ეს რა უბედურება მოხდა. წარმოდგენა არავის გვაქვს, ვის შეიძლება ეს საცოდავი დედა-შვილი მოეკლა. ასეთი სისასტიკე ვის უნდა ჩაედინა. ანგელოზი ბავშვი, უმოწყალოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაცხრილული. სახლიდან არაფერია წაღებული. სავარაუდოდ, მკვლელობა ღამის საათებში მოხდა. არ ვიცით იძალადეს თუ არ მათზე, ამას ალბათ ექსპერტიზა დაადგენს. მიცვალებულები არც დამინახავს, შოკში ვართ.  ფაქტია, ვიღაც შურისძიების მიზნით არის შესული. არ ვიცით გოგონას თაყვანისმცემელი ჰყავდა თუ არა. ულამაზესი ბავშვი იყო, სოფელში ყველას უყვარდა. . ფაქტია, რომ მკვლელობის განზრახვით არის მისული. ახლა ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და სახლთან ახლოს ვერ მივდივართ“, – ამბობს სოფლის რწმუნებული .
 
დახოცილი დედა-შვილის მეზობელი „მეტრონომთან“ ყვება, რომ გარდაცვლილები ღამის ათ საათამდე მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. მისთვის გაუგებარია, ვის შეიძლება ისინი ასე სასტიკად გაემეტებინა. მეზობელი ამბობს, რომ მათ გვიან ღამით მხოლოდ ყრუ გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.იფიქრეს, რომ ვიღაცეები ქეიფობდნენ და იარაღს ისროდნენ. ამის შემდეგ მათ გარდაცვლილი დედა-შვილი მხოლოდ დილით აღმოაჩინეს, როდესაც მათ დაძახილზე არ უპასუხეს.
 
„არ ვიცი რა ვთქვა, წუხელ ათ საათამდე ჩემთან სტუმარდ იყვნენ. მათთვის რაიმე შფოთვა, ან შიში არ შემიმჩნევია. თუ ვინმე ემუქრებოდა, ხომ იტყოდნენ?! ერთი გაჭირვებული დედა-შვილი იყო. საწყლებს თურქეთში მცხოვრები ერთ-ერთი გოგონა ეხმარებოდათ. თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდათ. ღამით ორივე სახლში გავაცილე, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. როგორც ჩანს, ვიღაც სახლში უკვე ელოდებოდათ. ორივე მისაღებ ოთახში იყო მკვდარი. სახლში შესვლისთანავეა ნასროლი. გოგონა ოთახის შუაგულში ვიპოვეთ, დედა კი შესასვლელ კარში ვნახეთ. სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაა, ორივე ავტომატით არიან დაცხრილულები. .პოლიცია ადგილზე მუშაობს, იმედი გავქვს, რომ დამნაშავეს იპოვნიან. ვიღაც გადამთიელი აქ არ მოვიდოდა“,- ამბობს კიდევ ერთი მეზობელი 
 
 შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, ჩანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...