მთავარისიახლეებისაზოგადოებასტრასბურგმა გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა...

სტრასბურგმა გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო 

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით აქციის დარბევის დროს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო.

სასამართლო საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართავს.

,,ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა, თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ასეთი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით”. – წერს საია.

დაზარალებულების სახელით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საია-მ და EHRAC-მა ერთობლივად შეიტანეს. გაგზავნილი საჩივრები საერთო ჯამში 22 დაზარალებულის საქმეს აერთიანებს. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ.

გავრილოვის ღამე – ამ სახელწოდებით გახდა ცნობილი 20-21 ივნისის მოვლენები მსოფლიოსთვის, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...