მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი?'' - მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება ლაფანყურის საქმეზე...

,,რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი?” – მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება ლაფანყურის საქმეზე ავსტრიაში დაკავებული მებრძოლის სკანდალურ აღიარებას ვენის სასამართლოში

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომენტარებს აკეთებს  ლაფანყურის საქმეზე ავსტრიაში დაკავებული მებრძოლი მუჰამედ იბრაგიმოვის სკანდალურ აღიარებაზე  ვენის სასამართლოში, სადაც ამტკიცებს, რომ იგი  რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო. 
 
,,რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი? – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქ გვერდზე –  მაშინ რომ არ მებრძანებინა გადამწყვეტი ზომების მიღება, მივიღებდით ახალ რუსულ შემოჭრას, რომლებიც "ცხელ კვალზე" გამოყვებოდნენ "საქართველოდან რუსეთში გადასულ ტერორისტებს" და უფრო მეტიც, ამას დასავლეთიც არ გააპროტესტებდა. საინტერესოა ისიც, რომ ამის შემდეგ ახმედ ჩატაევს უკავშირდება სტამბულის აეროპორტის ტერაქტი, რომელიც მაშინდელი რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის სიტუაციაში ადვილად ხსნის ტერაქტში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩატაევი, რუსეთის სხვა აგენტებთან ერთად, ივანიშვილმა სწორედ მოსკოვის მოწოდებით გაუშვა.
ამაში სასკანდალო არაფერი იქნებოდა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი თანამებრძოლი და მისი ჯგუფის წევრი კონკრეტულ ლაფანყურის სპეცოპერაციაში – აჰმედ ჩატაევი, ამ ყოვლად სკანდალურმა ქოცხელისუფლებამ ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაუშვა!
არადა – რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი! რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ვენის სასამართლოზე! – წერს მიხეილ სააკაშვილი. 
 
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ამ თემას შეეხო , „Кавказ.Реалии" -სთან ინტერვიუშიც, სადაც ისაუბრა  2012 წელს ე.წ. „ლაფანყურის სპეცოპერაციაზე" და აღნიშნა, რომ ,,აღნიშნული სპეცოპერაციის მიზანი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოში შემოჭრის აღკვეთა იყო. ქართული მხარე მაშინ მიიჩნევდა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომლის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.'' – 
ამჟამად ავსტრიის სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ერთ-ერთი ჩეჩენი მებრძოლის, მუჰამედ იბრაგიმოვის, იგივე „აბუ-ჰამზას" მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2012 წელს, ლაფანყურის მოვლენებში მონაწილეობა. მუჰამედ იბრაგიმოვმა ავსტრიის სასამართლოს განუცხადა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურების და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის აგენტია და ლაფანყურის მთელი ოპერაცია მან დაგეგმა ისლამ კადიროვთან (რამზან კადიროვის ნათესავთან) ერთად, რომელიც მუჰამედ იბრაგიმოვის ჯგუფთან შეხვედრას საზღვრის რუსულ მხარეს ელოდა. ვენის სასამართლოზე იბრაგიმოვმა ასევე თქვა, რომ ოპერაციის ჩავარდნა მისი ბრალი იყო – მან გააგზავნა SMS შეტყობინება, რომელიც ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში. ამით კი მათ საშუალება მიეცათ, მებრძოლებისთვის რუსეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა გადაეკეტათ.'' – ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი  ინტერვიუში – 
 
როგორც „Кавказ.Реалии" იუწყება, ბრალდების ავსტრიულ მხარეს მიაჩნია, რომ მუჰამედ იბრაგიმოვი, მეტსახელად აბუ-ჰამზა, ამ ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ხოლო კონკრეტულად სპეცოპერაციის ხელმძღვანელი კი – აჰმედ ჩატაევი.
„Кавказ.Реалии" წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ლოპოტასთან, ჯგუფი ქართველი მესაზღვრეების ალყაში მოექცა. მოლაპარაკებები მძევლად ჩაბარების შესახებ წარუმატებლად დასრულდა და ისინი ქართველ ძალოვანებთან ბრძოლაში ჩაერთვნენ. შედეგად ჯგუფის შვიდი მებრძოლი წევრი და სამი ქართველი სამართალდამცავი ოფიცერი დაიღუბა. იბრაგიმოვი და ჯგუფის რამდენიმე მებრძოლი წევრი გაიქცნენ, ჩატაევი ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, ხოლო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამოუშვეს (რის შემდეგაც ის სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოდ იბრძოდა). მუჰამედ იბრაგიმოვი კი ავსტრიაში დაბრუნდა და იქ გააგრძელა ცხოვრება.
 
„Кавказ.Реалии" ასევე წერს, რომ იბრაგიმოვი ავსტრიაში ამ დრომდე ორჯერ იყო დაკავებული წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის. მესამე დაკავების დროს კი მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი ლაფანყურის შესახებ, სადაც მუჰამედ იბრაგიმოვი დეტალურად აღწერს მის მონაწილეობას ლაფანყურის მოვლენებში. სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...