მთავარიUncategorizedჩვენ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ და თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო...

ჩვენ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ და თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე

Published on

“თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე” – ასე ეხმაურება ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ბაიდენი-პუტინის შეხვედრას.”

სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილა, სიტყვები უბრალოდ საკმარისი არ არის. ჩვენ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ და ბაიდენის ადმინისტრაციამ ძლიერი რიტორიკა მკაცრ მოქმედებებს უნდა შეუსაბამოს“, – წერს სენატორი.

 

დასავლეთში საქართველოს მეგობრებს უფრო მეტი მუშაობა სჭირდებათ იმისთვის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს.

საქართველოს 20% ოკუპირებულია.

თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არცერთხელ არ უხსენებიათ არც პუტინისა და არც ბაიდენის ბრიფინგებზე –  წერს Twitter-ზე ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის, The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...