მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბირჟა მაფიის" წევრები შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ

“ბირჟა მაფიის” წევრები შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ

Published on

"ბირჟა მაფიის" წევრები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ. გადაწყვეტილება მეორე ინსტანციამ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს.პროკურატურა მზადაა, წინასწარი პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეიცვალოს. უწყებამ იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც რეპერები დააკავა, გამოძიება დაიწყო. დაიკითხნენ თუ არა სამართალდამცველები, უცნობია.გუშინ გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი დაკითხეს. ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, გიორგი ქებურიამ მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრა.რეპერების მხარდამჭერი აქციები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა.რეპერებს სოლიდარობას უცხადებს ბერა ივანიშვილი.პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ და რეფორმის დაჩქარებისკენ მოუწოდებს."ნარკოტიკების ჩადება წარსულში უნდა დარჩეს", – ამბობს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

სიახლეები

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია იმარჯვებს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს | წერს Deutsche...

დაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – სუსი

ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტული ორგანზიაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანების...

ომბუდსმენი: 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად...