მთავარისიახლეებიპოლიტიკაან ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე -ლადო...

ან ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე -ლადო კახაძის მასტერკლასი დეპუტატებისათვის

Published on

რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი, –  გაკიცხა  დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე

მისი თქმით,  „ენას კბილი უნდა დააჭირო“ იმ შემთხვევაში, როცა შესაძლოა, ქვეყნის საზიანოდ რამე წამოცდეს.

„ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა „სადღეგრძელოს“, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად.

ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით, პოლიტიკოსების გამოსაყენებელი სიტყვა არ არის სადღეგრძელო, სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც, შენი საკუთარი ცოდნა მეცნიერების დარგის მიმართ, თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი.

პოლიტიკოსები გახდით სულ ყველანი, არაფერი გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, რომ მოსულიყო და საჯარო სიტყვა ეთქვა.

დალოცვილიშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგრჩენიათ პირზე და ასეთ რამეს ლაპარაკობთ ტელევიიზიით, საჯარო სივრცეში, როგორ შეიძლება ეს. საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით, თქვენ თუ რაღაც დაგაკლოთ გამჩენმა, მათ მაინც გაუფრთხილდით.

პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. ერთი და იგივე სიბინძურეს ასე ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან. უნდა შეგეკითხოთ ახლა დარბაზში მონაწილეების დიდ ნაწილს და გითხრათ, ენა მეტყველების ორგანოა? დამიდასტურებთ, ჰო, მეტყველების ორგანოაო. არცერთი სწორი არ იქნებით, ვინც ამაზე თანახმა ხართ. ენა მეტყველების ორგანო კი არა, მეტყველებაში მონაწილე ორგანოა. ტვინის ნებას უნდა ასრულებდეს და ენის ჭკუაზე რომ ტვინმა იაროს, შეიძლება ეს?!  – განაცხადა კახაძემ.

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...