მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს. ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე!...

საზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს. ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე! – ,,ბირჟა მაფიას” მხარდამჭერ აქციას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვნად ეხმაურებიან

Published on

 სოციალურ ქსელში ,,ბირჟა მაფიას'' მხარდამჭერ აქციას, რომელიც გუშინ გაიმართა თბილისში,  არაერთგვაროვნად ეხმაურებიან.
მაია ორჯონიკიძე: ივანიშვილის რეჟიმის პროვინციალურ ცინიზმს საზღვარი არა აქვს. ჯერ ბოლო დროს გახმაურებული ჯგუფი "ბირჟა-მაფიის" მუსიკოსები დააკავეს წამლის ტრადიციული ჩადებით, რითაც შური იძიეს ახალგაზრდებზე და სამაგალითოდ დააშინეს ივანიშვილის შსს-ს კრიტიკის ყველა პოტენციური მსურველი, მაგრამ ტრაგიკომედია დაიწყო მაშინ, როცა გაირკვა – პრინც ბერას შემოუთვლია-ძმებო რეპერებო,თქვენს გვერდით ვარ და მაგრად დადექითო!
ჭორვილელი პრინცის ეს ესკაპადა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მუსიკოსებს დიდი ალბათობით გაათავისუფლებენ, მაგრამ ხალხის ზომბირებული ნაწილისთვის ბერა და შესაბამისად-მამამისიც კეთილი მეფისა და ასეთივე უფლისწულის შარავანდედით შეიმოსება, შიშის სინდრომი კი მაინც დარჩება. კეთილ და ბოროტ პოლიციელთა ცნობილ სპექტაკლსაც უტიფრად და ურცხვად გვაჩეჩებენ. 
ნიკა რურუა : "ბერას მერე ანტი-ჩადების პროტესტს მხარს ალბათ ოთარ ფარცხალაძე დაუჭერს"
თორნიკე ბარათაშვილი: მუხლი 14. პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი
პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით.
პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის
😀 მტყუანს უმღერა ბერა ივანიშვილმა რეპი ახალგაღვიძებულზე!!!
მეგი გოცირიძე: თბილისშიც , აჭარაშიც და სრულიად ქვეყნაში ხიხოს დაქირავებული ჰყავს ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა , რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყვანს და გააკეთებინებს იმას, რაც ბათუმში გააკეთებინა, გააკეთებინებს იმას, რასაც #ლაბორატორია115-ს აკეთებინებს და რაც ბერას ძმაკაცების დასაცავად განხორციელდა!
კვლავ გააგრძელებს მავნებლობების კეთებას, გულანთებული ახალგაზრდებიც "მოიხოდებიან" , ბერა გარეპავს, მამის მთავრობას დაუპირისპირდება და რადგან პარტიებში მათი ადგილი არ არის , რადგან ვერ ხედავენ იმ მუხტს, სადაც შეეძლებოდათ გამოეხატათ საკუთარი უკმყოფილება ..ამ მცირე , მაგრამ კარგად ორგანიზებულ და დაფინანსებულ ახალგალგაზრდებს შეუერთდებიან დიდი ჯგუფები, გამომსვლელები იტყვიან , რომ აპოლიტიკურები არიან და არის საკითხები , სადაც ყველა ერთიანი უნდა იყოს მიუხედავად კანის ფერისა, სოციალური მდგმარეობისა, მრწამსისა, პარტიული კუთვნილებისა და სწორედ ამ ნიშნების მიხედვით აჭრის შიგნიდან სიტუაციას, აქ ჩართავს კორცხელის კუნთმაგარ და გონებასუსტ არაკაცებს , ერთმანეთს გადაკიდებს ახალგაზრდებს , სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანს და ამ ფორმით აისრულებს იმ "ქართულ ოცნებას" , რომლის აღსასრულებლადაც დასვეს რუსებმა!
ფარნაოზ ჭკადუა; ბერას მიმართვამ "თქვენთან ვარ ბიჭებო" ჩემი მეგობრის ნათქვამი გამახსენა, რომ ქუთაისის ციხეში შორეული წარსულში  ადმინისტრაციას გამოუკრავს დიდი ბანერი წარწერით Ленин с нами! (ლენინი ჩვენთანაა)… 🙂
ჰო, ერთი ლენინი იყო პატიმრებთან და მეორე ბერაა საპატიმროში…
ვერ ვიტან სიყალბეს, ფლიდობას,  ამ განცხადებაზე კი სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ.
ფაქტია, რომ ძალიან შეეშინდა ხელისუფებას, როცა დაინახეს თავისუფალი სიტყვის დასაცავად გამოსული ახალგაზრდობა, შეშინებულებმა კი მათი ჭკუით მძიმე არტილერია გამოიყვანეს ავანგარდში, ბერა, შემდეგ კვირიკაშვილი მიაყოლეს და ბოლოს საკონტროლო გასროლა კალაძეს გააკეთებინეს…
არა და სულ რამდენიმე საათით ადრე ჯეჯელავას სისულელეები ათქმევინეს…
ბერას მინდა შევეკითხო, ირაკლი ჩხვირკიასთანაც ხომ არ ხარ შემთხვევით? ჰო, იმ ირაკლი ჩხვირკიასთან, რომელიც, მხოლოდ ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუს გამო ზის ციხეში?
კალაძეს მინდა შევეკითხო, რა გგონია ხალხს დაავიწყდა როგორ ჩაადებინე ნარკოტიკი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს შენთვის სასურველ კანდიდატურას რომ გაემარჯვა?
კვირიკაშვილს მინდა შევეკითხო, ელისო კილაძის შვილს რომ ნარკოტიკი ჩაუდეთ და დააჭერინეთ, მის გვერდით ხომ არ ხართ შემთხვევით?
მე და ათობით ჩემი მეგობარი "თავისუფალი ზონიდან" რომ ვიყავით სხვადასხვა დროს დაპატიმრებულები თავისუფალი სიტყვისა და შეხედულებების გამოხატვის გამო, შემთხვევით ჩვენს გვერდით ხომ არ იყავით? რაღაც ვერ გიხსენებთ ციხის კამერებში და სამრეცხაოებში რომ გვკითხავდნენ იქ ყოფილიყავით…
არა და ჩამოვთვალო რა პლაკატებისა და წარწერებისთვის ვიყავით დაკავებულები?
რევაზ შატაკიშვილი: ეჰ, ნეტა რომა შამათავათვისაც ნარკოტიკი ჩაედოთ. ეგებ მაშინ მაინც გამოსულიყო ვინმე. არა ჰო? 
მე არ მინდა ქვეყანა, სადაც რომა შამათავა ჰკიდიათ. 
არც რეპერებს ვერჩი რამეს, არც ჯაზმენებს. არც ჩადებას ვაპრავებ და არც გამოხატვის დევნას, მაგრაამ, როცა არავინ და მათ შორის არც ისინი, ვინც დღეს გამოცვივდნენ, არ აპროტესტებენ რომა შამათავას უნამუსოდ გამომწყვდევას ციხეში, ბოდიში მომითხოვია და ყველა გამოსვლა ფიზკულტურაა.
გოჩა აფციაური: ჩვენი ბრალია ესეთი გამოქლიავებული ახალგაზრდობა რომ გვყავს, საზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე! როცა ოპონენტების შვილებს ნარკოტიკებს უდებდენ! აქამდე სად იყავით? როცა ყოველ დღე ნაბიჯ ნაბიჯ ღრუსი ოკუპანტი საზღვრებს წევდა! ჩხვირიკიას დაკავება პატრიოტების ციხეში გამოკეტვა ფეხებზე ეკიდა უნივერისიტეტის დაჩლუნგება?! ეხლა გახით პატრიოტები როცა ყოველ თქვენგანს შეეხო? მოკლედ თქვენთან თუ უთქვენოდ საქართველო ამ ჭირისგან განთავისუფლდება. რომელ მხარეს გინდათ იდგეთ თქვენ?ჩვენ პატრიოტები საქართველოს იმ ქვეყნად არ წავიღებთ! მრცხვენია მეც თქვენსავით ახალგაზრდა ქართველი ვიყავი ოდისღაც ოღონდ არა თქვენაირი!
ცოტნე განსახურდია:  „რაიმე უტყუარი მტკიცებულება გვაქვს, რომ იმ უნიჭო რეპერებს მართლაც ჩაუდეს ნარკოტიკი? უცნობი, უგემოვნო შემსრულებლები გოიმური დასახელებით, რომელნიც მხოლოდ ამ ხელოვნურად აგორებული სკანდალით გახდენ ცნობილი… დაცვის მხარის, ადვოკატის რიტორიკის გარდა რამე არგუმენტი არებობს, რომ მათ ნარკოტიკი არ ქონდათ? მით უფრო, რომ ჩხრეკის ოქმზე ხელი აქვს მოწერილი. პოსტ ფაქტუმ ყველაფრის უარყოფა შეიძლება…
კლიპის შინაარსს არ ვეხები. უბრალოდ ტრაგედიაა, როცა ახალგაზრდა კაცი ასე აზროვნებს და ამას "შემოქმედებას" უწოდებენ… თუ პოლიციის დანაშაულის მცირე კვალიც კი არსებობს, თანამშრომლებმა პასუხი უნდა აგონ! მაგრამ ამ ხელისუფლებას საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს საკრიტიკებლად, ასეთ საეჭვო რამეებზე რომ არ ავვვარდეთ, ხალხო…“
 
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...