მთავარისიახლეებიპოლიტიკასენატორი პორტმანი: ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევას...

სენატორი პორტმანი: ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევას მიაღწიონ ნატოს წევრობას

Published on

ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მკაცრად უნდა დასვას საქართველოზე, უკრაინასა და ბელარუსზე რუსეთის ზეწოლის საკითხი. გამოცემა NPR-თან ინტერვიუში სენატორმა პორტმანმა თქვა, რომ ამ ქვეყნებზე რუსეთი ზეწოლას ახდენს როგორც სამხედრო ძალით, ისე დეზინფორმაციით და კიბერშეტევებით.

რობერტ პორტმანის განცხადებით, 21-ე საუკუნეში არსებობს ქვეყანა, რომელმაც სუვერენული საზღვრები დაარღვია, საქართველოს და უკრაინის ნაწილი დაიპყრო და ამ რაიონებში მილიტარიზაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევას განაგრძობს.

საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები სენატორმა პორტმანმა 9 ივნისსაც გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოსმენისას. რობერტ პორტმანის თანახმად, აუცილებელია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი უკრაინის და საქართველოს ძალისხმევას, მიაღწიონ ნატოს წევრობას.

სიახლეები

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...

ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს- ჰერჩინსკი

ჩვენ საქართველოს ველით - სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი...

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს - სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი...