მთავარისიახლეებისაზოგადოებალენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 2 ადამიანი

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 2 ადამიანი

Published on

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

პოლიციამ საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მოკლულის მასპინძელია. მიკროავტობუსის მძღოლზე თავდასხმის მთავარ ფიგურანტებს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 ადამიანი, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დაიწყო რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

შემთხვევა სოფელ ჩიხარეშში ხუთ ივნისს მოხდა. მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ლენტეხში ცემით მოკლეს 47 წლის რობინზონ თუთარაშვილია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კაცს ქვემო სვანეთში თანხას სისტემატიურად სთხოვდნენ. ყოველ რეისზე 100 დოლარს, 200 დოლარს. ბოლო შემთხვევის დროს მან ფულის მიცემაზე უარი თქვა, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება- ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს, მერე ნაცემი მიატოვეს – ამბობს ნათესავი, გიორგი თუთარაშვილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...