მთავარისიახლეებიპოლიტიკაშუქრუთელებმა აშშ -ს საელჩოსთან შიმშილობა შეწყვიტეს

შუქრუთელებმა აშშ -ს საელჩოსთან შიმშილობა შეწყვიტეს

Published on

შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს და კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებას მიაღწიეს. პროტესტის მონაწილეები, მათ შორის, მოშიმშილეები უკვე სახლებში ბრუნდებიან.

“მოლაპარაკებები დასრულდა რამდენიმე წუთის წინ. შევთანხმდით კომპანიასთან არსებულ მოდელზე და გავამყარეთ ჩვენი შეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის ჩართულობით და ხელმოწერის შემდეგ, რა თქმა უნდა, შევწყვიტეთ პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა და სრულიად პროტესტი და ვბრუნდებით ჩვენს მშობლიურ სახლებში”. – ამბობს ერთ-ერთი შუქრუთელი მოშიმშილე.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი შუქრუთელების შიმშილობის აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ზიანის შეფასების პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვას ითვალისწინებს.

მისი თქმით, შიმშილობის მონაწილე მესაკუთრეებთან გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები, რაც ქონების ჩანაცვლების მეთოდს ეფუძნება, საკუთრების შენარჩუნების პირობით.

დაკმაყოფილებულია ასევე მოშიმშილეთა კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ხელშეკრულების მხარედ „ჯორჯიან მანგანეზს“ გულისხმობს და არა მის კონტრაქტორ კომპანიას

სიახლეები

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...