მთავარისიახლეებისაზოგადოება2020 წლის არჩევნებში შესწავლილი 3671 ამომრჩევლიდან 12% იყო "მკვდარი სული"

2020 წლის არჩევნებში შესწავლილი 3671 ამომრჩევლიდან 12% იყო “მკვდარი სული”

Published on

2020 საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ქართულმა ოცნებამ მთელი რიგი მანიპულაციებით უსამართლო გამარჯვება ჩაიწერა – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინსტიტუტის” წარმომადგენლები ავრცელებენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გაარკვიეს, რომ მანიპულაციების ერთი მეთოდი ე.წ. მკვდარი სულები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლის 25%-ის შესახებ ხელისუფლება გადაჭრით ვერ ამბობს ცოცხლები არიან თუ არა ისინი.

ათასობით მკვდარი სული საარჩევნო სიებში ისნის საოლქო კომისიის ყოფილმა წევრებმა იპოვეს, რომლებმაც მონაცემები ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვეს, დაამუშავეს და საგანგაშო დასკვნამდეც მივიდნენ.

დღესვე მათ, ე.წ. ალტერნატიული ცესკო-ს დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება.
“რაიონული თვითმმართველობების ერთეულებს გამოვართვით საარჩევნო სია. 1930 წელზე ადრე ვინც იყვნენ დაბადებული, ანუ 90 წლის და 90 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები. მივწერეთ 53 მუნიციპალიტეტს, სამწუხაროდ, მხოლოდ 23 გვიპასუხა… შესწავლილი იყო 3671 ამომრჩეველი, 443 მათგანი, ანუ 12% იყო გარდაცვლილი”,- თქვა “საზოგადოებრივი ინიციატივის” დამფუძნებელმა აკაკი კობალაძემ.

“საზოგადოებრივი ინსტიტუტის” წარმომადგენლები ყველა მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწოდებენ, რომ მომავალ არჩევნებში გაერთიანდნენ და დააკვირდნენ თვითმმართველობის არჩევნებს. მათი თქმით, აპირებენ, რომ ცესკოს სიების გასწორების მოთხოვნით მიმართონ.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...