მთავარისიახლეებიკონფლიქტები27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

Published on

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 22 წელი გავიდა. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს  სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ინიციატივით   ენგურის ხიდზე  გაიმართება სამგლოვიარო აქცია “დაცემიდან – ჯვართამაღლებისკენ”.

დილის 10 საათზე მაცხოვრის კარის ეკლესიაში მამა გიორგი ჯგუშია აღავლენს პარაკლისს  ომში დაღუპულთა   სულის მოსახსენიებლად.  ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთთან პირობითი  საზღვრისკენ  ენგურის ხიდზე ,მსვლელობაში  მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ლეგიტიმური და სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდობის წარმომადგენლები. ღონისძიების პროგრამის დასკვნითი ნაწილის ორგანიზატორია  ზუგდიდის მერია.

 

 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...