მთავარისიახლეებისამართალიჯგუფ ”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს პროკურატურა შეისწავლის

ჯგუფ ”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს პროკურატურა შეისწავლის

Published on

პროკურატურა ჯგუფ ”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.”
 
,,ბირჟა მაფიის” წევრებს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ისინი რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად, რაც 8- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
 
არც ერთი დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს და მათ დაკავებას მუსიკალურ კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...