მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები ორშაბათიდან დაიწყება

სამეგრელოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები ორშაბათიდან დაიწყება

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე აზიური  ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
მუნიციპალიტტეებს უკვე გადაეცათ მავნებელთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობა, შესაწამლი აპარატები და სჭირო პრეპარატები. თხილის პლანტაციაში უკვე დამონტაჟებულია 15 ათასამდე ფერომონი (მავნებლის დამჭერი ხაფანგები). 
 
როგორც სამუშაო შეხევდრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა: ,,რეგიონის მუნიციპალიტეტების უმეტესობაში, შეწამვლის სამუშაოები დაწყებულია, დარჩა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც დღეს და ხვალ დასრულდება აღჭურვილობისა და პრეპარატების, სოფლების მიხედვით გადანაწილება, რის შემდეგაც ორშაბათიდან ყველა მუნიციპალიტეტში შეწამვლები მასიურად დაიწყება." გუბერნატორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს და თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
 
მავნებელთან ბრძოლის აღჭურვილობა, საქართველოს მთავრობას, USAID-მა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, საჭირო პრეპარატებთან ერთად, უსასყიდლოდ გადასცა. 
 
სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.
 
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. 
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...