მთავარისიახლეებისაზოგადოებაინგლისში, ქალაქ ნიუკასლის დასაქმების ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

ინგლისში, ქალაქ ნიუკასლის დასაქმების ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

Published on

დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08.00 საათზე ინგლისში, ქალაქ ნიუკასლში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დასაქმების ცენტრში შეიჭრა და ხუთი  ადამიანი აიყვანა მძევლად, სხვებმა კი გაქცევით უშველეს თავს – ინფორმაცია ამის შესახებ ერთერთმა პირველმა  ბი-ბი-სიმ გაავრცელა.. 
ადგილზე მისულმა პოლიციას თვითმხილველებმა აცნობეს, რომ მამაკაცს გულზე რაღაც უცნობი საგანი. შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა  ჰქონდა დამაგრებული. 
პოლიციამ გადაკეტა დასაქმების ცენტრის მისადგომები, იქვემდებარემეტროს სადგურის ჩათვლით და მძევლების განთავისუფლების ოპერაციის დაწყებამდე დამნაშავე პირის დაყოლება სცადა. 
 
ბოლო ინფორმაციით  „ყველა მძეველი გათავისუფლებულია, ხოლო დანით შეიარაღებული პირი ერთადერთია, ვინც შენობაში დარჩა“ – ამის შესახებ  ნათქვამია  ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში, რომელიც  „ტვიტერში“ გავრცელდა. 
 
პოლიციის მონაცემებით, აღნიშნული ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
 
 ​
 
 
 
 
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....