ნიუ-იორკში 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს – ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს.ამ დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა.შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ ბრალდებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.რაჟდენ შულაიას მიერ ორგანიზებული კრიმინალური ქსელის საქმიანობა რეკეტს, ელექტრონულ ფინანსურ მაქინაციებს, სატვირთო გადაზიდვებზე გატაცებას, ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვის, დოკუმენტებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაყალბების მცდელობას, ასევე სხვა დანაშაულს გულისხმობდა.დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.
სიახლეები
საზოგადოება
“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი
"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...
მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...
პოლიტიკა
ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...
პოლიტიკა
ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...