მთავარისიახლეებისაზოგადოებასაოცარი ბათუმი, ალი და ნინო და კიდევ უფრო საოცარი: ახლა არ...

საოცარი ბათუმი, ალი და ნინო და კიდევ უფრო საოცარი: ახლა არ გინდათ მიშა, ხომ?

Published on

„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება.
 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  ცნობით, 9 ივნისს, 16:00 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. 
 
„მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტრონული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული, იზრუნებენ. პლაჟზევე იფუნქციონირებს ღია ბარი და კაფეები – Radio Bar, Pipes Burger Joint, Pirate Bay Bar, Cold Bar, Martini Bar, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი. 
 
დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობებიც. მათ შორის ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანების შოუ, დღის ფოიერვერკი. ბავშვებისთვის კი სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები. 
 
ამავე დღეს, კლუბ „მანდარინის“ მიმდებარე ტერიტორაზე უფასოდ იქნება შეზლონგები და ქოლგები. 18:00-დან 19:00 საათამდე კი, წყლის გასართობი საშუალებები – სკუტერი, პარაშუტი და იახტები ასევე უფასო იქნება. 
 
საღამოს, პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
 
8 ივნისს, კი ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების წინასწარი ანონსი ქუჩის კონცერტებით დაწყება. ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ. 
 
მიმდინარე წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება“, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...