მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოებრივი მაუწყებელი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას

საზოგადოებრივი მაუწყებელი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უკვე წლებია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალი აქვს. როგორც ვასილ მაღლაფერიძემ  ,,პრაიმტაიმს" განუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტებმა სამჯერ მიმართეს რუსთავი 2-ს წერილით, დავალიანების დაფარვის თაობაზე, თუმცა რუსთავი 2-იდან  წერილს პასუხი არავინ გასცა. ,, მე დეტალურად არ ვიცი, ეს ვალი ჩემამდე აქვს დადებული რუსთავი 2-ს. ეს ვალები სხვადასხვა დროსაა დაგროვილი. ვალის ხასიათი სხვადასხვანაირია: ტელეგადაცემები, გადაცემების შესწიდვა და ა.შ.  რუსთავი 2 ამ ვალს  წინა წლამდე იხდიდა და შემდეგ შეწყვიტა გადახდა. სანამ სასამართლოს მივმართავდით, ჩვენ წერილით მივმართეთ რუსთავი 2-ს, მაგრამ თავი აარიდეს და არ გვიპასუხეს. კანონდებლობით ჩვენ ბიუჯეტზე გვაქვს საუბარი, საბიუჯეტო ფულია და მივმართეთ სასამართლოს, სხვა გზა არ გვქონდა. რუსთავი 2-მა გადაწყვიტა, რომ არ ეპასუხა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით გვემოქმედა, ეს წმინდა სასამართლო თემაა და ღრმა შინაარსი ამაში არ დევს. ასეთი დავები მიმდინარეობს ხოლმე", – განუცხადა ,,პრაიმტაიმს" ვასილ მაღლაფერიძემ. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისგან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სასამართლოს გზით ითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.საზოგადოებრივი მაუწყებელი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას შემდეგი ოდენობით: 13 575,47 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 100 ლარი; 12 828,68 ევრო (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 141 087,50 შვეიცარიული ფრანკი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).აღნიშნული დავალიანება „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წარმოეშვა მხარეთა შორის გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც აღიარებულია „რუსთავის 2“-ის მიერ.ძირითადი დავალიანების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს „რუსთავის 2“-ს ასევე დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.
 

სიახლეები

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

უაქციზო სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ჯუანშარ ბურჭულაძის დაცვის წევრი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი და კიდევ...

ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა

“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა – ამის შესახებ “ფორმულა” იუწყება. ასევე...

აშშ მხარს უჭერს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და უარყოფს “ქართული ოცნების” ამჟამინდელ რეჟიმს

ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ კონგრესმენი, ჯო უილსონის გამოსვლას აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის”...