მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს

Published on

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ლაივპრესის სტატია სათაურით „საპატრიარქომ ჭალეში მონასტრის მოსაწყობად გადაცემული ქონება ენერგოკომპანიას მიჰყიდა“ (06.06.2017). წერილის ავტორი ბრალს სდებს ეკლესიას ჭალეში ბატონ ვალტერ აქუბარდიას ოჯახის მიერ შემოწირული ქონების არასწორ განკარგვაში, რის გამოც გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:
 
2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიებმა გარდაცვლილი შვილის, – ომარის სახელზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას შემოსწირეს მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამო, რაც ეკლესიამ დიდი მადლიერებით მიიღო და ყველა ეკლესიაში დაიგზავნა მოსახსენებელი, როგორც ომარის სულის საოხად, ისე ოჯახის საჯანმრთელოდ. ქონება ჯერ გაფორმდა დეკანოზ ანდრია მარღანიაზე, ხოლო 2012 წელს, – საქართველოს საპატრიაქროზე (მთელი საეკლესიო ქონება, როგორ წესი, წარმოადგენს საქართევლოს საპატრიარქოს საკუთრებას). 
ბატონ ვალტერის სურვილი იყო, მის ყოფილ კარ-მიდამოში გახსნილიყო მონასტერი. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო ეს ვერ განხორციელდა. 
აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სახლი საცხოვრებლად დავუთმეთ სოციალურად დაუცველი პიროვნებას, – ვოვა განიჩს, რომელსაც დღემდე სხვა მხრივაც ეხმარება ეკლესია. კარ-მიდამოს შემოსავალს კი (თხილი) მთლიანად განკარგავენ აქუბარდიების ნათესავები. ეკლესიას ამით არასდროს უსარგებლია და ეს ახლაც ასეა. 
2016 წელს მოგვმართა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც აწარმოებდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას სოფ. ჭალეში. პროექტი ითვალისწინებდა ანძის აღმართვას შემოწირული კარ-მიდამოს ტერიტორიაზეც. კომპენსაციები გადაეცა სოფლის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და მათ შორის ეპარქიასაც, რაზედაც გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება. 
ეს თანხა, – 171 000 ლარი, უკლებლივ მოხმარდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 100 000 ლარით დააფინანსა ზუგდიდის მერიამ, დიდი ნაწილი კი გაიღო კერძო სექტორმა, 
განა ოჯახისათვის სასახელო არ უნდა იყოს ის, რომ ასეთი დიდი ძღვენი მიიტანეს ღვთის სადიდებლად და რა სურვილიც იყო ჩადებული მათი მიწის შემოწირვისას, იგი უცვლელად განხორციელდა, რადგან თანხა მოხმარდა სწორედაც რომ მონასტრის მშენებლობას.
თუმცა ახლახანს შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა მაინც გვეკითხა ბატონი ვალტერისათვის და წინასწარ გაგვეცნო მისთვის ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ ვიმეორებთ, რაკი ასეთ დიდ საქმეს მოხმარდა მათი ძღვენი, ვერ დავუშვით, რომ ამაში საწყენი რაიმე იქნებოდა; აქ ხომ გაცილებით მეტი ხალხი მოვა. ამასთან, შემომწირველთა სახელები მუდმივად იქნება მოხსენიებული წირვა-ლოცვაში, როგორც ეს არის ტრადიცია მართლმადიდებელი ეკლესიისა. სადაც აღნიშნული იქნება ვისი წყალობითაც აიგო ეს სავანე.
მონასტრის მშენებლობა უწყვეტად მიმდინარეობს. თვალსაჩინოებისათვის დავურთავთ მშენებარე სამონასტრე კომპლექსის სურათს და პროექტით გათვალისწინებულ საბოლოო სახეს.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...