მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაალ უდუმაშილი ადასტურებს, რომ მან ნაციონალური მოძრაობისგან შეთავაზება მიიღო,თუმცა გადაწყვეტილებისთვის დრო...

ზაალ უდუმაშილი ადასტურებს, რომ მან ნაციონალური მოძრაობისგან შეთავაზება მიიღო,თუმცა გადაწყვეტილებისთვის დრო ითხოვა

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშილი ადასტურებს, რომ მან თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობისგან შეთავაზება მიიღო. ამ ეტაპზე უდუმაშვილი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, მისი თქმით მან გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. უდუმაშვილმა ამის შესახებ გვიან ღამით კიევიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრა.
„ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, რომ კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას მე ალბათ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ. ნაციონალური მოძრაობისგან იყო შემოთავაზება. უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან და მათ შორის მიხეილ სააკაშვილთანაც, რა თქმა უნდა ამ საკითხზე იყო საუბარი. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს. გადაწყვეტილება არც იმაზე არ მიმიღია ვიქნები თუ არა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი თუ ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, როგორც გეუბნებით ჩემს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ.“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...