მთავარისიახლეებისაზოგადოება"ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე ბოტანიკური ბაღის დასუფთავება სპეციალისტების ზედამხედველობითა და მათი კონსულტაციების...

“ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე ბოტანიკური ბაღის დასუფთავება სპეციალისტების ზედამხედველობითა და მათი კონსულტაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს”-ქალაქის მერია სიჭინავას ბრალდებებს პასუხობს.

Published on

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გუშინდელ განცხადებას ქალაქ ზუგდიდის მერია გამოეხმაურა.  სიჭინავას თქმით, ბოტანიკურ ბაღში მათ დასუფთავების აქციის გამართვის უფლება არ მისცეს. მისივე განმარტებით, მათთან რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებმაც განუცხადეს, რომ მერიიდან არიან და გაფრთხილება მისცეს, რომ არ გაეგრძელებინათ სამუშაოები, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქ ერთ თვეში სამუშაოებს დაიწყებდა და ამ მიზეზით მათ უნდა შეეჩერებინათ აქცია. ზვიად სიჭინავას ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა მერიამ, უწყების ინფორმაციით,“ ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასუფთავებაც შესაბამისად, სპეციალისტების ზედამხედველობითა და მათი კონსულტაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.“ „ოდიშინიუსი“ მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.:“გაცნობებთ, რომ დადიანისეული სასახლისა და ბოტანიკური ბაღის შიდა ტერიტორიის დასუფთავების სურვილის შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის აღნიშნულ პირთა ჯგუფს, არ მოუმართავს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია მოქალაქეთა ნაწილის სურვილი, იზრუნოს ქალაქის ბოტანიკური ბაღის იერსახეზე და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დასუფთავებაში, თუმცა, ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასუფთავებაც შესაბამისად, სპეციალისტების ზედამხედველობითა და მათი კონსულტაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ბოტანიკური ბაღისა და დადიანისეული სასახლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას პერიოდულად ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების ცენტრების თანამშრომლები ახორციელებენ, ადგილობრივი თვითმმართველობა, სპეციალისტების ჩართულობით, პერიოდულად აწყობს დასუფთავების აქციებს. თუმცა ცხადია, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიისათვის შესაბამისი იერსახის დაბრუნება რთულია. მოგეხსენებათ, ბოტანიკური ბაღი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ქალაქის საკუთრება, ხელისუფლების გადაწყვეტილებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება #1794, 2016 წელი, 7 სექტემბერი, ქ. თბილისი) გახდა. 2015 წლიდან ბოტანიკური ბაღის ტერიტრიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, მოხდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია-გამოიცვალა მილები, დასუფთავდა არხები, აღდგა ხელოვნური ტბისთვის წყლის მიწოდების სისტემა. 2016 წელს ბოტანიკური ბაღის ისტორიაში პირველად ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და მნიშვნელოვანი სამუსაოები განხორციელდა ამ მიმართულებით. 2016 წლიდან დაიწყო ბაღის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა, მოხდა პროექტის ექსპერტიზა. ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მიმდინარე თვეს გეგმავს ტენდერის გამოცხადებას ბოტანიკური ბაღის სამშენებლო-სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით. პროექტის ღირებულება 9 მლნ 900 000 ლარამდეა. ტენდერი უახლოეს პერიოდში დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ჩვენი უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტია და ჩვენ ამას განვახორციელებთ.”- ნათქვამია მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ამ ეტაპზე მას გაცხადებული აქვს, რომ სურს ზუგდიდის მერობა.ამის შესახებ  ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ პირველად  ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“  მიმდინარე წლის 21 აპრილს განაცხადა.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...