მთავარისიახლეებისამართალიბიძაშვილ-მამიდაშვილს შორის ჩხუბი და მკვლელობა - შემთხვევა მარნეულში

ბიძაშვილ-მამიდაშვილს შორის ჩხუბი და მკვლელობა – შემთხვევა მარნეულში

Published on

მარნეულში მკვლელობით დასრულდა შელაპარაკება ბიძაშვილსა და მამიდაშვილს შორის: ისინი სუფრასთან ისხდნენ და ერთად ილხენდნენ, თუმცა, შელაპარაკების შემდეგ დავა გარეთ გააგრძელეს, რაც ტრაგედიაში გადაიზარდა: 31 წლის კაცმა ნათესავს ყელსა და მუცელში, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ამ შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა, თავდაპირველად, მიმალვა სცადა, მაგრამ საბოლოოდ, მოკლულის მამასთან მივიდა და განუცხადა, რომ მისი შვილი მოკლა. ბრალდებული დაკავებულია, ის ბრალს აღიარებს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს, 1998 წელს დაბადებულ რ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მარნეულში, მკვლელობის ადფგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეს იმითაა განპირობებული, რომ მოკლულის ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის გადაწვა განიზრახეს, რის პრევენციასაც ამ დროისთვის, პოლიცია ახდენს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის მსხვერპლი და მკვლელობაში ბრალდებული მარნეულში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...