მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,აფხაზთა კრება'': ფრაზა ,,თქვენი ადგილი ციხეშია'' - ითქვა არა მარტო მარშანიას,...

,,აფხაზთა კრება”: ფრაზა ,,თქვენი ადგილი ციხეშია” – ითქვა არა მარტო მარშანიას, არამედ მთელი მისი რუსული რეზიდენტურის ე.წ. პატრიოტთა ალიანსის მიმართ სამშობლოს ღალატისათვის”.

Published on

აფხაზთა კრების'' ლიდერი მალხაზ პატარაია კიდევ ერთ მწვავე განცხადებას აკეთებს გუშინ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
 
,,ადა მარშანიას მიმართ წარმოთქმული ფრაზა (,, თქვენ უნდა იჯდეთ ციხეში'') , რომელზედაც დღეს ყველა ლაპარაკობს, ეკუთვნის აფხაზთა კრების ორგანიზაციის ,,სამეფო კლუბის" წარმომადგენელს და არავისში შეგეშალოთ. – ფრაზა ითქვა არა მარტო მარშანიას, არამედ მთელი მისი რუსული რეზიდენტურის ე.წ. პატრიოტთა ალიანსის მიმართ სამშობლოს ღალატისათვის. – ნათქვამია გამცხადებაში.
 
რაც შეეხება კვიციანს, სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, რეკავს ჩვენს ნაცნობ-მეგობრებში და კითხულობს ვინ და რანი ვართ. თანაც ისე, რომ ეს ამბავი ჩვენ მოგვივიდეს. ალბათ ჰგონია, რომ ამას შეფარულ მუქარად აღვიქვამთ და შეგვეშინდება მისი ბანდიტური წარსულის გამო. სულ ტყუილად ირჯება. კვიციანის არავის ეშინია. არც მისი შეფის შუშის სასახლეში. ის დღეს ,. აფხაზთა კრებას" დაეჯახა. საკადრისი პასუხი იქვე მიიღო და კიდევ მიიღებს მხილების სახით მანამ , სანამ ისევ სატუსაღოში არ აღმოჩნდება'' – წერს  მალხაზ პატარაია  სოციალურ ქსელში.
 
შეგახსენებთ, გუშინ  საქართველოს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე, ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობაზე მსჯელობდნენ. 
 
დაპირისპირება დეპუტატ ადა მარაშანიას განცხადებას მოჰყვა.  მარშანიამ სხდომის დახურვა მოითხოვა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში  სხდომას დატოვებს.  სხდომის მონაწილეები პროტესტით შეხვდნენ მის წინადადებას სხდომის დახურვის შესახებ. ერთ-ერთმა დეპუტატმა მისგან მოითხოვა განმარტება, რატომ უნდა დახურულიყო სხდომა, და, როცა განმარტების ნაცვლად უხეში პასუხი მიიღო,    მარშანიას მიმართა, რომ ის პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს. 
 
"დაასაბუთეთ, რატომ უნდა ვიჯდე მე ციხეში?! მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები", – პასუხი არ დააყოვნა ადა მარშანიამ. 
მალე  სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურშიც გადაიზარდა და სიტუაცია  მხოლოდ  მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...