მთავარისიახლეებისამართალინიკა მელიას სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო

Published on

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს დღის 11 საათზე დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.

ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას აპირებდა, დაცვის მხარემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებდა პროკურატურა სასამართლოზე, დაცვის უფლების სრულად განხორციელებისთვის კი ამ ინფორმაციის სხდომამდე ფლობა მნიშვნელოვანი იყო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მომდევნო სხდომა 25 მაისს ჩანიშნა.

სხდომას არ ესწრებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც წინა სხდომაზე გააძევეს.

სიახლეები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...

რუსეთი სომხური ხილის იმპორტს ზღუდავს

რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 2 ივნისიდან სომხეთიდან რამდენიმე სახეობის ხილის...

დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში 6 ბინა გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი...