მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძემ ხელი დაიბანა - ,,მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი თვითმმართველი...

ირაკლი კობახიძემ ხელი დაიბანა – ,,მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი თვითმმართველი ერთეულების დამატებითი დაყოფის”

Published on

„3 წლის წინ, მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი თვითმმართველი ერთეულების დამატებითი დაყოფის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. –  ამით ჩვენ შევქმენით  ქალაქი -რაიონის სისტემა, როცა  ერთ ქალაქში, ერთ შენობაში ზის ორი ადმინისტრაცია და ლოგიკა არ არის იმ ლოგიკის შესაბამისი, რაზეც სხვა მუნიციპალიტეტებია აგებული. მე მახსოვს, რომ საბოლოო ჯამში, ამ ცვლილებით არცერთი მხარე არ იყო ბოლომდე კმაყოფილი – არც დაყოფის ინიციატორი მხარე და არც დაყოფის მოწინააღმდეგე. ეს პრინციპი, რომ ქალაქი ცალკეა გამოყოფილი და სასოფლო დასახლებები ცალკე, ვფიქრობ, რომ არასწორი პრინციპია"
 
მისივე თქმით, ქართულ;ი ცდელეგაცია აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე 3 თვით ადრე იმყოფებოდა ლატვიაში, სადაც 90-იანი წლებიდან მოქმედებს მსგავსი სისტემა და ლიტველი კოლეგები თვლიან,  რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მათ თავის დროზე დაუშვეს.
 
„მინდა მოკლედ გავიხსენო კონტექსტი იმ ცვლილებების, რომელიც 3 წლის წინ განხორციელდა. მაშინ აქცენტი კეთდებოდა სწორედ ამ ადმინისტრაციული დაყოფის ცვლილებაზე. იყო შემოთავაზებული სხვადასხვა ვერსია. ამიტომ, აზრტა სხვადასხვაობის მიუხედავად საბოლოო ჯამში, ერთგვარი კომპრომისის სახით შეჯერდა პოზიციები იმაზე, რომ უნდა გაყოფილიყო 7 ერთეული" – განაცხადა კობახიძემ.
 
შეხვედრა პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ესწრება
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...