მთავარისიახლეებისაზოგადოებაალექსანდრე ჯეჯელავა - ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო ექსკურსიებმა გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს

ალექსანდრე ჯეჯელავა – ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო ექსკურსიებმა გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს

Published on

ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო ექსკურსიებმა გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ტრადიციული ექსკურსიების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, იგეგმება, რომ მეტი შემეცნებითი დატვირთვა იყოს.”ამიტომ, შევქმენით კატალოგი. ეს არის მიმღები ორგანიზაციების კატალოგი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის.ჩვენ ვეუბნებით სკოლებს, რომ თუკი ამ კონკრეტულ ადგილებში წაიყვანენ ბავშვებს და ჩატარებენ გასვლით გაკვეთილებს, მაშინ დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნება მასწავლებელს. წელს დაიწყო ამის დანერგვა, ცალკეული შემთხვევები გვქონდა. მომავალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან, იმედი გვაქვს, რომ ფართო გავრცელება ექნება ამას”,- აღნიშნა ჯეჯელავამ. 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...