მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ზესტაფონში - ალმოდებულ სახლში სასულიერო პირი დაშავდა

ხანძარი ზესტაფონში – ალმოდებულ სახლში სასულიერო პირი დაშავდა

Published on

ზესტაფონში,  ანთებული სანთლიდან  გაჩენილი ხანძრის შედეგად  საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
 
"მეზობლებმა ხანძარი მაშინ შეამჩნიეს, როცა ცეცხლის ალი გარეთ გამოვიდა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის უფროსი, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა საცხოვრებელი სრულად განადგურდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს პოლიცია ადგენს", – განაცხადა ზესტაფონის სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსმა ზვიად მაღლაკელიძემ. 
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალმოდებულ სახლში მყოფმა სასულიერო პირმა მამა დავითმა (აბულაძე) სხეულზე დამწვრობა მიიღო და ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...