მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.

სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის სოფელ რუხში ენგურის ხიდთან განთავსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო.
 
“ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენი ყოვედღიური საქმიანობის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხების გამოყენებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით.

გასულ სექტემბერს ორგანიზებულად მოხერხდა 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი თანმხლები პირების გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, განათლების პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით.

მოგვიანებით კი, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით შესაძლებელი გახდა ხანდაზმულთათვის პენსიის შეუფერხებლად აღება.

დღესდღეობით, როგორც ცნობილია, თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდავია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვახორციელებთ ძალისხმევას, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის”- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...