მთავარისიახლეებისაზოგადოებაექსკურსიაზე მყოფი პედაგოგი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა- უბედური შემთხვევა ბორჯომში

ექსკურსიაზე მყოფი პედაგოგი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა- უბედური შემთხვევა ბორჯომში

Published on

ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში უბედური შემთხვევა მოხდა. გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ბორჯომის ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ეკლესიის მოსალოცად კლდოვან ადგილზე ასულ ერთ-ერთ პედაგოგს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა. კოლეგებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თამარ გოზალიშვილის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 58 წლის გოზალიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სკოლის დირექტრის, ვახტანგ სუხიტაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე კლდეზე ვარდნის შედეგად მიღებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.გოზალიშვილი გორის მე-3 საჯარო სკოლაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდაცვლილის კოლეგების განცხადებით, ქვაბისხევში აღნიშნულ მონაკვეთზე საკმაოდ სახიფათო ადგილებია და დამცავი ჯებირები გაკეთებული არ არის, რის გამოც ტრაგედია მოხდა.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....