მთავარისიახლეებიმსოფლიოტურინის ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ

ტურინის ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ

Published on

ტურინში, ტერაქტის შესახებ ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი და მისი მეუღლე მიხეილ ჭკუასელი, რომლებიც სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” პოსტებს აქვეყნებენ. 
”მეგონა ვიცოდი, მეგონა განვიცდიდი სხვების ტკივილს, არა!!! ჩემ ცხოვრებაში პირველად მივხვდი რა არის ტერორი, პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს სიკვდილის შიში და პირველად ვიგრძენი უკიდურესი უმწეობა, უფრო გაუსაძლისი, ვიდრე ათიათასობით გაქცეულთან ერთად გაქცევა, არ არსებობს”, – წერს ხატია მოისწრაფიშვილი. 
 
 
მიხეილ ჭკუასელი კი აღნიშნავს, რომ პანიკა სათამაშო პეტარდის გამო ატყდა. ”ხატიაზე და ჩემზე არ იდარდოთ. კიდევ ერთი ფინალი წავაგეთ, ნუ მეორე ტაიმს სადამდეც ვუყურეთ იქამდე. მერე სათამაშო პეტარდის გამო პანიკა ატყდა, ტერორისტული თავდასხმა ეგონა ხალხს და აირია მონასტერი. მსუბუქი დაზიანებები ბევრს აქვს, უფრო სერიოზულზე ჯერ არაფერი ვიცი. ჩვენ კარგად ვართ, ნუ რამდენადაც შეიძლება დიდი ნერვიულობის, სირბილის და წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ. იაპონურმა რესტორანმა შეგვიფარა ერთი 15 კაცი. დიდი თვალები ქონია შიშს. ფეხბურთის ხასიათს რომ წაგართმევს ისეთი ”,- წერს მიხეილ ჭკუასელი. 
 
 
ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარი ჭყლეტის გამო 1000-მდე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები ფან-ზონაში, კარდიფში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, ”იუვენტუსი” – ”მადრიდის რეალის” დაპირისპირებას დიდ ეკრანზე უყურებდნენ. 
ადგილზე ტურინის ”იუვენტუსის” დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი. 
 
 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სან-კარლოს მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა. ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა და შემდეგ ჭყლეტა გამოიწვია. 
 
 
დაშავებულთაგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, აქედან ერთი 7 წლის ბიჭია.
 
SPORTALL.GE

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...