მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭყონდიდის მიტროპოლიტს პატრიარქთან და სინოდთან კითხვები აქვს

ჭყონდიდის მიტროპოლიტს პატრიარქთან და სინოდთან კითხვები აქვს

Published on

,,კითხვები მაქვს როგორც სინოდის წევრების მიმართ, ასევე პატრიარქთან. ''– განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა  მეუფე პეტრემ მარტვილში, წირვის დასრულების შემდეგ  სასულიერო პირი  აცხადებს, რომ სინოდის სხდომის გამართვას ელოდება და გამოთქვამს იმედს, რომ საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება.
 
„მაქვს შეკითხვები მოკრძალებული როგორც შეიძლება ჰქონდეს შვილს საკუთარი მამის მიმართ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მისამართით და წმინდა სინოდის რიგი წევრების მისამართით და ვფიქრობ უახლოეს მომავალში შედგება სინოდის სხდომა, რომელშიც სული წმინდის წინამძღოლობით ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის სასიკეთოდ და გაჯანსაღებისათვის გადაწყდება საკითხები მშვიდობიანად,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ ,,პოსტსკრიპტუმთან''  საუბარში.
 ქადაგების დროს  კი ბრძანა:
„ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მოვემზადებით სიმდაბლით, სიყვარულით, სიკეთით გულის, განწმენდით და მზაკვართაგან განრიდებით.  ეს არის მომზადება სული წმინდის მისაღებად და ჩვენ დავინახეთ თუ რამდენად დაცემული ბნელში მყოფი საზოგადოება,  მათ შორის მართლმადიდებელ ქრისტიანად წოდებული, როგორ მზაკვრობით ემზადებოდა“.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...