მთავარისიახლეებიპოლიტიკა“კახი კალაძეს თბილისის მერობის სურვილი აქვს”

“კახი კალაძეს თბილისის მერობის სურვილი აქვს”

Published on

კახი კალაძეს თბილისის მერობის სურვილი აქვს, -ამის შესახებ  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით,  კალაძე გამორჩეული ლიდერია და ის თავისუფლად გაუძღვება ისეთ საპასუხისმგებლო თემას, რასაც თბილისის მერობა გულისხმობს:
 
,,ეს არის გუნდში შესათანხმებელი საკითხი. როგორც ვიცი, კახი კალაძეს სურვილი აქვს. მივესალმები და ვთვლი, რომ კახი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია თავისი გამოცდილებით , წესიერებით, იმიჯით და ის შეძლებს თავისუფლად გაუძღვეს ასეთ საპასუხისმგებლო თემას, რასაც თბილისის მერობა ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი ლილუაშვილი ენერგეტიკის სამინისტროში  კახი კალაძეს ჩაანაცვლებს.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...