მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია იწყება

დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია იწყება

Published on

დღეს, 4 მაისს საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” აცრა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, ხელისუფლებამ ჯანმოს შუალედური ანგარიშის საფუძველზე იმუნიზაციის პროცესის დაწყება მაინც გადაწყვიტა.

ამ პრეპარატით აიცრება 18 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც კი სურვილი გამოთქვა, ასეთი კი ჯერ-ჯერობით 17 600-ზე მეტი ადამიანია. საქართველოში “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ვაქცინის უსაფრთხოებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მსოფლიო ექსპერტების შეფასება არის ძალიან დადებითი ორივე ანგარიშში და კვირის ბოლომდე პასუხი იქნება. თუმცა ჩვენ სამართლებრივი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ვაქცინაცია დავიწყოთ., ავტორიზაცია დაეწევა.

ეფექტურობის და უსაფრთხოების მაჩვენებლები არის კარგი, ამდენად ამ შემთხვევაში საგანგაშ ნამდვილად არაფერია და რისკები მინიმალურია.

35 ქვეყანაშია რეგისტრირებული და 200 მილიონზე მეტი დოზაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ მონაცემები არის ძალიან საიმედო. ავტორიზაციას რომ დაველოდოთ ეპიდემიოლოგიური რისკები ძალიან იზრდება ასე რომ საკმარისი საფუძვლები გავქვს იმისთის, რომ დავიწყოთ”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

გუშინ, 3 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით 29 აპრილს გამართული შეხვედრის მასალები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ სხვადასხვა ქვეყნის კლინიკურ კვლევებში მისი ეფექტურობა საშუალოდ 78.1 %-ია. ბაჰრეინში კი ვაქცინის ეფექტურობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს ზემოთ პირებში კი – 91%.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...