მთავარისიახლეებისაზოგადოება„რუსთავი 2“-ზე რეორგანიზაცია გამოცხადდა - არხზე კადრების და ხელფასების შემცირება იგეგმება

„რუსთავი 2“-ზე რეორგანიზაცია გამოცხადდა – არხზე კადრების და ხელფასების შემცირება იგეგმება

Published on

საზოგადოებრივისინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა. ბრძანების მიხედვით, ხელფასი 10-20% -ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება. რეორგანიზაციის პროცესი დაგეგმილია საინფორმაციო სამსახურშიც, რომელიც პირველ ივნისს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება. „რუსთავი 2“- ზე შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი კომენტარისგან თავს იკავებს. უდუმაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. რაც შეეხება გენერალური დირექტორის პოზიციას, ნიკა გვარამიამ On.ge-ს განუცხადა, რომ თუ არხზე არსებულ ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, თანამდებობიდან გადადგება. ამ საკითხზე გვარამია არხის თანამშრომლების ნაწილსაც ესაუბრა და მან დრო ითხოვა.
"ცხადია, თუ ადამიანი ვერ ახერხებს, თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო, ფინანსური სიტუაციის დალაგებას, უფასოდ ხომ არ ვამუშავებ ადამიანებს? ეს არ იყო უცხო ხალხის ყურისთვის, მაგრამ რადგან გამოიტანეს ეს ინფორმაცია და მეკითხებით, ვადასტურებ," – უთხრა On.ge-ს გვარამიამ და დასძინა, რომ რეორგანიზაციის გეგმა თუ არ გაამართლებს, "გააკეთებს სხვა".
როგორც გვარამია ამბობს, ის ცდილობს, რომ ტელევიზიაში არსებული პრობლემები სექტემბრამდე მოაგვაროს. თუმცა, მძიმე მოცემულობად მიაჩნია ის, რომ კომპანიას ბანკიდან კრედიტის აღება არ შეუძლია.
როგორც ცნობილია, არხზე უკვე დაიხურა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანებმა აცნობეს მაყურებელს. თუმცა უკავშირდება თუ არა ფაქტი არხზე შესაძლო რეორგანიზაციას, ჯერ უცნობია.

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...